დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, ლარის კურსი აშშ დოლართან გამყარდა, ხოლო ევროსთან დაეცა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებით 0.0059 პუნქტით გამყარდა . შედეგად, 23 აპრილს, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.4462 ლარი იქნება.
ეროვნული ვალუტის კურსი 0.0088 პუნქტით გაუფასურდა ევროსთან მიმართებით. 23 აპრილს, ერთი ევრო ოფიციალური კურსით 4.1530 ლარი ეღირება.