3 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 1.02 თეთრით 3.1576-მდე გამყარდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.1595 შეადგინა.
საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 1.43 თეთრით 3.6597-მდე, 1000 სომხურ დრამთან 1.01 თეთრით 6.6267-მდე, თურქულ ლირასთან 0.59 თეთრით 0.3265-მდე, ლარი 100 რუსულ რუბლთან 2.10 თეთრით 0.3265-მდე, ბრიტანულ ფუნტთან კი 1.58 თეთრით 4.3016-მდე, ხოლო აზერბაიჯანულ მანათთან კი 0.21 თეთრით 1.8595-მდე გამყარდა.
რეგიონული ვალუტებიდან, ლირა Bloomberg-ზე დოლართან მიმართებაში 1,04%-ით 9.7037-მდე, დრამი კი 0.18%-ით 476.4500-მდე გაუფასურდა. რუბლი 0.60%-ით 71.9926-მდე, აზერბაიჯანული მანათი 0.01%-ით 1.6994-მდე გამყარდა.