დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, ლარის კურსი აშშ დოლართან დაეცა, ხოლო ევროსთან გამყარდა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებით 0.0002 პუნქტით დაეცა. შედეგად, 24 აპრილს, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.4464 ლარი იქნება.
ეროვნული ვალუტის კურსი 0.0001 პუნქტით გამყარდა ევროსთან მიმართებით. 24 აპრილს, ერთი ევრო ოფიციალური კურსით 4.1529 ლარი ეღირება.