დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, ლარის კურსი აშშ დოლართან დაეცა, ხოლო ევროსთან გამყარდა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებით 0.0024 პუნქტით დაეცა. შედეგად, 24 სექტემბერს, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1179 ლარი იქნება.
ეროვნული ვალუტის კურსი 0.0019 პუნქტით გამყარდა ევროსთან მიმართებით. 24 სექტემბერს, ერთი ევრო ოფიციალური კურსით 3.6532 ლარი ეღირება.