დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, ლარის კურსი აშშ დოლართან დაეცა, ხოლო ევროსთან გამყარდა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებით 0.0012 პუნქტით დაეცა. შედეგად, 17 სექტემბერს, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1141 ლარი იქნება.
ეროვნული ვალუტის კურსი 0.0194 პუნქტით გამყარდა ევროსთან მიმართებით. 17 სექტემბერს, ერთი ევრო ოფიციალური კურსით 3.6628 ლარი ეღირება.