4 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.66 თეთრით 3.1411-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.1363 შეადგინა.
საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 1.77 თეთრით 3.6487-მდე, 1000 სომხურ დრამთან 3.84 თეთრით 6.4781-მდე, თურქულ ლირასთან 0.05 თეთრით 0.3541-მდე, ბრიტანულ ფუნტთან კი 2.84 თეთრით 4.2669-მდე გაუფასურდა. ლარი აზერბაიჯანულ მანათთან 0.01 თეთრით 1.8473-მდე გამყარდა, ხოლო 100 რუსულ რუბლთან 2.22 თეთრით 4.3047-მდე გაუფასურდა.
რეგიონული ვალუტებიდან, ლირა Bloomberg-ზე დოლართან მიმართებაში 0.14%-ით 8.8464-მდე, ხოლო დრამი 0.48%-ით 485.25-მდე გაუფასურდა. რუბლი 0.10%-ით 72.7319-მდე, აზერბაიჯანული მანათი კი 0.17%-ით 1.6997-მდე გამყარდა.