1-ელი ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 1.59 თეთრით 3.1345-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.1400 შეადგინა.
საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 2.12 თეთრით 3.6310-მდე, 1000 სომხურ დრამთან 1.15 თეთრით 6.4397-მდე, თურქულ ლირასთან 0.38 თეთრით 0.3536-მდე გაუფასურდა. ლარი აზერბაიჯანულ მანათთან 1.19 თეთრით 1.8474-მდე, ბრიტანულ ფუნტთან კი 4.48 თეთრით 4.2385-მდე გაუფასურდა, ხოლო 100 რუსულ რუბლთან 0.04 თეთრით 4.2825-მდე გამყარდა.
რეგიონული ვალუტებიდან, ლირა Bloomberg-ზე დოლართან მიმართებაში 0.52%-ით 8.8470-მდე, აზერბაიჯანული მანათი 0.02%-ით 1.6963-მდე გაუფასურდა. რუბლი 0.26%-ით 72.9398-მდე, ხოლო დრამი კი 0.15%-ით 487.48-მდე გამყარდა.