დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, ლარის კურსი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებით 0.0019 პუნქტით გამყარდა. შედეგად, 29 აპრილს, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.4529 ლარი იქნება.
ეროვნული ვალუტის კურსი 0.0061 პუნქტით გამყარდა ევროსთან მიმართებით. 29 აპრილს, ერთი ევრო ოფიციალური კურსით 4.1666 ლარი ეღირება.