დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, ლარის კურსი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებით 0.0069 პუნქტით გამყარდა. შედეგად, 16 აპრილს, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.4363 ლარი იქნება.
ეროვნული ვალუტის კურსი 0.0062 პუნქტით გამყარდა ევროსთან მიმართებით. 16 აპრილს, ერთი ევრო ოფიციალური კურსით 4.1115 ლარი ეღირება.