დღეს, 21 იანვრის ვაჭრობის შედეგად, ლარის კურსი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებით 0.0031 პუნქტით გამყარდა. შედეგად, 22 იანვარს, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0794 ლარი იქნება.
ეროვნული ვალუტის კურსი 0.0072 პუნქტით გამყარდა ევროსთან მიმართებით. 22 იანვარს, ერთი ევრო ოფიციალური კურსით 3.4908 ლარი ეღირება.