დღეს, 20 იანვრის ვაჭრობის შედეგად, ლარის კურსი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებით 0.0015 პუნქტით გამყარდა. შედეგად, 21 იანვარს, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0825 ლარი იქნება.
ეროვნული ვალუტის კურსი 0.0150 პუნქტით გამყარდა ევროსთან მიმართებით. 21 იანვარს, ერთი ევრო ოფიციალური კურსით 3.4980 ლარი ეღირება.