დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, ლარის კურსი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებით 0.0202 პუნქტით გამყარდა. შედეგად, 3 აგვისტოს, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1042 ლარი იქნება.
ეროვნული ვალუტის კურსი 0.0268 პუნქტით გამყარდა ევროსთან მიმართებით. 3 აგვისტოს, ერთი ევრო ოფიციალური კურსით 3.6906 ლარი ეღირება.