დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, ლარის კურსი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებით 0.0289 პუნქტით გამყარდა. შედეგად, 16 ივნისს, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1751 ლარი იქნება.
ეროვნული ვალუტის კურსი 0.0337 პუნქტით გამყარდა ევროსთან მიმართებით. 16 ივნისს, ერთი ევრო ოფიციალური კურსით 3.8492 ლარი ეღირება.