დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, ლარის კურსი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 0.0016 პუნქტით გამყარდა. შედეგად, 3 მარტს, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3252 ლარი იქნება.
ეროვნული ვალუტის კურსი 0.0125 პუნქტით გამყარდა ევროსთან მიმართებაში. 3 მარტს, ერთი ევრო ოფიციალური კურსით 3.9976 ლარი ეღირება.