დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, ლარის კურსი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებით 0.0105 პუნქტით გამყარდა. შედეგად, 5 მაისს, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.4398 ლარი იქნება.
ეროვნული ვალუტის კურსი 0.0499 პუნქტით გამყარდა ევროსთან მიმართებით. 5 მაისს, ერთი ევრო ოფიციალური კურსით 4.1319 ლარი ეღირება.