დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, ლარის კურსი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 0.0010 პუნქტით გამყარდა. შედეგად, 27 თებერვალს, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3255 ლარი იქნება.
ეროვნული ვალუტის კურსი 0.0358 პუნქტით გამყარდა ევროსთან მიმართებაში. 27 თებერვალს, ერთი ევრო ოფიციალური კურსით 4.0322 ლარი ეღირება.