დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, ლარის კურსი აშშ დოლართან და ევროსთან დაეცა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებით 0.0272 პუნქტით დაეცა. შედეგად, 31 მარტს, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.4118 ლარი იქნება.
ეროვნული ვალუტის კურსი 0.0204 პუნქტით გაუფასურდა ევროსთან მიმართებით. 31 მარტს, ერთი ევრო ოფიციალური კურსით 4.0044 ლარი ეღირება.