დღევანდელი, 30 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ლარის კურსი აშშ დოლართან და ევროსთან დაეცა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებით 0.0312 პუნქტით დაეცა. შედეგად, 1–ელ დეკემბერს, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1179 ლარი იქნება.
ეროვნული ვალუტის კურსი 0.0602 პუნქტით გაუფასურდა ევროსთან მიმართებით. 1–ელ დეკემბერს, ერთი ევრო ოფიციალური კურსით 3.5451 ლარი ეღირება.