დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, ლარის კურსი აშშ დოლართან და ევროსთან დაეცა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებით 0.0054 პუნქტით დაეცა. შედეგად, 14 ოქტომბერს, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1383 ლარი იქნება.
ეროვნული ვალუტის კურსი 0.0087 პუნქტით გაუფასურდა ევროსთან მიმართებით. 14 ოქტომბერს, ერთი ევრო ოფიციალური კურსით 3.6291 ლარი ეღირება.