დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, ლარის კურსი აშშ დოლართან და ევროსთან დაეცა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებით 0.0029 პუნქტით დაეცა. შედეგად, 13 ოქტომბერს, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1329 ლარი იქნება.
ეროვნული ვალუტის კურსი 0.0012 პუნქტით გაუფასურდა ევროსთან მიმართებით. 13 ოქტომბერს, ერთი ევრო ოფიციალური კურსით 3.6204 ლარი ეღირება.