დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, ლარის კურსი აშშ დოლართან და ევროსთან დაეცა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებით 0.0019 პუნქტით დაეცა. შედეგად, 26 ივნისს, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1489 ლარი იქნება.
ეროვნული ვალუტის კურსი 0.0010 პუნქტით გაუფასურდა ევროსთან მიმართებით. 26 ივნისს, ერთი ევრო ოფიციალური კურსით 3.7601 ლარი ეღირება.