დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, ლარის კურსი აშშ დოლართან და ევროსთან დაეცა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებით 0.0339 პუნქტით დაეცა. შედეგად, 15 ივნისს, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2040 ლარი იქნება.
ეროვნული ვალუტის კურსი 0.0306 პუნქტით გაუფასურდა ევროსთან მიმართებით. 15 ივნისს, ერთი ევრო ოფიციალური კურსით 3.8829 ლარი ეღირება.