დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, ლარის კურსი აშშ დოლართან და ევროსთან დაეცა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებით 0.0031 პუნქტით დაეცა. შედეგად, 7 მაისს, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.4430 ლარი იქნება.
ეროვნული ვალუტის კურსი 0.0140 პუნქტით გაუფასურდა ევროსთან მიმართებით. 7 მაისს, ერთი ევრო ოფიციალური კურსით 4.1474 ლარი ეღირება.