დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, ლარის კურსი აშშ დოლართან და ევროსთან დაეცა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებით 0.0001 პუნქტით დაეცა. შედეგად, 6 მაისს, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.4399 ლარი იქნება.
ეროვნული ვალუტის კურსი 0.0015 პუნქტით გაუფასურდა ევროსთან მიმართებით. 6 მაისს, ერთი ევრო ოფიციალური კურსით 4.1334 ლარი ეღირება.