დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, ლარის კურსი აშშ დოლართან და ევროსთან დაეცა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებით 0.0070 პუნქტით დაეცა. შედეგად, 27 აპრილს, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.4534 ლარი იქნება.
ეროვნული ვალუტის კურსი 0.0236 პუნქტით გაუფასურდა ევროსთან მიმართებით. 27 აპრილს, ერთი ევრო ოფიციალური კურსით 4.1765 ლარი ეღირება.