დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, ლარის კურსი აშშ დოლართან და ევროსთან დაეცა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებით 0.0197 პუნქტით დაეცა. შედეგად, 15 აპრილს, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.4432 ლარი იქნება.
ეროვნული ვალუტის კურსი 0.0468 პუნქტით გაუფასურდა ევროსთან მიმართებით. 15 აპრილს, ერთი ევრო ოფიციალური კურსით 4.1177 ლარი ეღირება.