„ლარის კურსი ემიგრანტებმა გაამყარეს“

„ლარის კურსი ემიგრანტებმა გაამყარეს“

access_time2019-12-10 16:30:59

მიმდინარე კვირის განმავლობაში ეროვნული ვალუტის კურსი მკვეთრად მყარდება. დღეს 13:56 საათზე Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.88 ლარსაც კი გაუტოლდა, რაც გასული რამდენიმე თვის განმავლობაში ლარის ყველაზე მყარი კურსია.


ეკონომიკის დოქტორი აკაკი ცომაია ლარის კურსის გამყარებას ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას და წინა საახალწლო პერიოდს უკავშირებს.


„ლარი იმიტომ მყარდება, რომ ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა და ამის შედეგად ინვესტორებს და რეზიდენტებს მოლოდინები შეექმნათ, რომ ლარი გამყარდება. მოლოდინი ნიშნავს, იმას, რომ მათ სავარაუდოდ შემოიტანეს უცხოური ვალუტა, დააკონვერტირეს ლარში და იყიდეს მაგალითად სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ მოლოდინმა ლარის გამყარებას შეუწყო ხელი ანუ გამკაცრებულმა მონეტარულმა პოლიტიკამ თავისი წვლილი შეიტანა. გარდა ამისა, ჩვენთან ეკონომიკის 5%-იანი ზრდაში ლომის წილი ემიგრანტების მიერ გადმორიცხულ ფულად გზავნილებს მიუძღვის, ეს გადმორიცხვები კონკრეტულ ასპექტში აისახა, ანუ წინა საახალწლო პერიოდში დაიწყეს გადმორიცხული ან შენახული დოლარის გადახურდავება ლარში და კურსი ყალიბდება არა მაშინ როდესაც ემიგრანტები რიცხავენ დოლარს, არამედ მაშინ როდესაც ხდება მისი ლარში გადახურდავება, ამიტომ წინა საახალწლო პერიოდში ე.წ. „ინდაურის ეკონომიკის“ პირობებში ამან ხელი შეუწყო ლარის გამყარებას. ლარის კურსის გამყარებამ ფასების დასტაბილურება უნდა გამოიწვიოს, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისე შემდეგ თვეებშიც გააგრძელებს გამყარებას. შესაძლოა ეროვნულ ბანკს კიდევ მოუწიოს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება“, - აცხადებს ეკონომიკის დოქტორი აკაკი ცომაია.


ლარის კურსის გამყარების აშკარა ტენდენციას „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელი გიორგი კეპულაძეც ახალი წლის მოახლოებას უკავშირებს.



„მოკლევადიან პერიოდში მერყეობა ზოგადად მცურავ გაცვლით კურსს ახასიათებს, თუმცა, გამყარების ტენდენცია ამ დღეებში აშკარა იყო. ეს გამოწვეული იყო იმით, რომ ლარი ზედმეტად იყო გაუფასურებული მთავარი სავაჭრო პარტნიორების ვალუტებთან მიმართებაში. შესაბამისად, კურსის ასეთი მცირე კორექტირება მოსალოდნელი იყო, გავითვალისწინოთ ისიც, რომ ახალი წელი ახლოვდება და ადამიანები უფრო მეტად ხარჯავენ ლარს და შესაძლოა შენახული დოლარების დახურდავებაც მოუწიოთ, ეს იქნება ადრე გადმორიცხული თანხები თუ ანგარიშზე შენახული სხვა უცხოური ვალუტა. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ესეც ერთ-ერთი მიზეზი იყოს. იმისთვის, რომ ეს ტენდენცია გაგრძელდეს, უნდა შეიქმნას ოპტიმისტური განცდა, იმასთან დაკავშირებით რაც ქვეყნის ეკონომიკაში ხდება“, - განმარტავს „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე.


„ფინექს 1970“-ის ანალიტიკოსი ნიკა შენგელია ლარის კურსის გამყარების გაგრძელებას გრძელვადიან პერიოდში აღარ ელოდება და პირიქით უკუპროცესს პროგნოზირებს.


„ლარის გამყარების ფაქტს ვუკავშირებ იმ მოვლენას, რომ ეროვნულმა ბანკმა 70 მლნ. დოლარის სახაზინო ვალდებულებებით მიიღო ანუ მოხდა ამ თანხის დახურდავება და შემდეგ უკვე ლარებით ერთწლიანი სახაზინო ვალდებულებების შესყიდვა. ასევე ამას ვუკავშირებ, იმასაც რომ წინა საახალწლო პერიოდია და განბაჟების თანხების შესატანად კომპანიები ლარს აქტიურად ახურდავებენ. თუმცა, ვფიქრობ, რომ რაც არ უნდა ვისაუბროთ, ლარი 2.85-ზე ქვემოთ არ ჩამოვა და 17 დეკემბრიდან პირიქით უკუპროცესს ველოდებით. შეიძლება 5 იანვრიდან ისევ დაიწყოს ლარმა გამყარება, თუმცა, თუ რაიმე სერიოზული ინვესტიციები არ შემოვიდა ქვეყანაში, ლარის გამყარების ფუნდამენტური ფაქტორები არ არსებობს,“ - აცხადებს ნიკა შენგელია.


10 დეკემბერის ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით ლარი დოლარის მიმართ გამყარდა და 2.9446 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.9466 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.20 თეთრი შეადგინა.

 

ნინო თამაზაშვილი




„გაყიდვები 5-7%-ით გაიზარდა“ - რომელ ტექნიკაზე მოიმატა მოთხოვნამ პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველოში

„გაყიდვები 5-7%-ით გაიზარდა“ - რომელ ტექნიკაზე მოიმატა მოთხოვნამ პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველოში
access_time2020-08-09 15:01:24
ივნის-ივლისში გაყიდვები 5-7%-ით გაიზარდა - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ „ბეკო საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა მეჰმედ მელექმა განუცხადა.   „თუ 2020 წლის იანვარ-ივლისის მონაცემებს, წინა წლის 7 თვეს შევადარებთ, გეტყვით, რომ აქ გაყიდვების მხრივ სიტუაცია იგივე დონეზეა. ეს კი პანდემიის პირობებში კარგი მაჩვენებელია. ზაფხულში მაჩვენებლები უფრო დამაიმედებელია, მეტიც, იანვარ-ივლისში გაყიდვები 5-7%-ით გაიზარდა. გაყიდვების ზრდას ხელს უწყობს ისიც, რომ წელს 3 ახალი მაღაზია...

მსოფლიოს წამყვან ბირჟებზე ნავთობი გაძვირდა – საქართველოში საწვავის ფასის 10 თეთრით გაზრდაა მოსალოდნელი

მსოფლიოს წამყვან ბირჟებზე ნავთობი გაძვირდა – საქართველოში საწვავის ფასის 10 თეთრით გაზრდაა მოსალოდნელი
access_time2020-08-09 20:00:07
ე.წ. დიდი ლოქდაუნისას გაუაფებული ბენზინი საერთაშორისო ბაზრებზე გაძვირების გზას დაადგა. კერძოდ, 29 ივლისის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი...

Bloomberg: კარანტინზე უარის თქმის მიუხედავად, შვედეთმა ეკონომიკა ვერ გადაარჩინა

Bloomberg: კარანტინზე უარის თქმის მიუხედავად, შვედეთმა ეკონომიკა ვერ გადაარჩინა
access_time2020-08-09 18:00:10
  შვედეთმა თავისი ეკონომიკა 1980 წლის შემდეგ რეკორდული ვარდნისგან ვერ დაიცვა  - კარანტინზე და თვითიზოლაციაზე უარის თქმის მიუხედავად, ქვეყნის მშპ 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8,8%-ით შემცირდა  - ასეთია შვედეთის სტატისტიკის სამმართველოს მონაცემები.   პირველ კვარტალთან შედარებით ვარდნა თითქმის ანალოგიურია - 8,6%.   ასევე მკვეთრად დაეცა ექსპორტი და ამავე დროს მასშტაბური ფინანსური დახმარების პროგრამების მიუხედავად,...

აფხაზეთი კრიპტო-ციებ-ცხელებამ მოიცვა - ბოლო 6 თვეში აფხაზეთში 100 ახალი კრიპტოფერმა გაიხსნა

აფხაზეთი კრიპტო-ციებ-ცხელებამ მოიცვა - ბოლო 6 თვეში აფხაზეთში 100 ახალი კრიპტოფერმა გაიხსნა
access_time2020-08-09 16:00:20
აფხაზეთში ნამდვილი კრიპტო-ციებ-ცხელებაა. ეს ძალიან მარტივად იხსნება - კერძოდ კი, ელექტროენერგიაზე ფანტასტიურად დაბალი ტარიფებით.   ერთი კილოვატი ელექტროენერგია აფხაზეთში 1 ცენტზე ოდნავ მეტი ღირს - დანარჩენი მსოფლიოსთვის წარმოუდგენელი ფასი. გასაგებია, რომ ის კრიპტოფერმებს იზიდავს, და მათი რაოდენობა მუდმივად იზრდება - მხოლოდ ბოლო 6 თვეში აფხაზეთში 100 ახალი კრიპტოფერმა გაიხსნა, ჯამურად კი მათი რაოდენობა 8000-ს აღწევს.   ისინი მიტოვებულ შენობებში,...

Facebook-ს აქციები რეკორდულად ძვირდება

Facebook-ს აქციები რეკორდულად ძვირდება
access_time2020-08-09 13:40:12
Facebook-ის აქციების ღირებულება რეკორდულ დონეზე  - 225, 8 დოლარამდე გაიზარდა - ეს უმსხვილესი კომპანიების მხრიდან სოციალურ ქსელში რეკლამაზე ბოიკოტის და კონგრესში მიმდინარე ანტიმონოპოლიური გამოძიების ფონზე ხდება. ყველა ამ უსიამოვნების მიუხედავად, სოციალური ქსელის აუდიტორია და მოგებაც პროგნოზირებულზე მეტად იზრდება. ამ ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ კომპანიის აქციები 7%-ით გაძვირდა. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ წლის მანძილზე Facebook-ის...


მსგავსი სიახლეები

up