ლარის გაუფასურების ქრონიკა 2019 წელს - 20 ივნისამდე და მას შემდეგ

ლარის გაუფასურების ქრონიკა 2019 წელს - 20 ივნისამდე და მას შემდეგ

access_time2019-07-28 15:00:39

26 ივლისის ვაჭრობის შემდეგ ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2 ლარი და 93 ლარი გახდა. კომერციულ ბანკებში დოლარის ყიდვა კიდევ უფრო ძვირად - 2 ლარად და 98 თეთრადაა შესაძლებელი. თავის არსებობის ისტორიაში ლარი დოლარის მიმართ მსგავსად გაუფასურებული არ ყოფილა.

 

ხელისუფლების წარმომადგენლები ლარის ბოლოდროინდელ გაუფასურებას ერთი მხრივ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებით, მეორე მხრივ კი რუსეთის მიერ ავიაშეზღუდვის დაწესებით ხსნიან. ეროვნულმა ბანკმა ლართან დაკავშირებით ბოლო განმარტება 24 ივლისს გააკეთა, სადაც აღნიშნავდა, რომ დღეს არსებული ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი, სავარაუდოდ, უფრო გაუფასურებულია, ვიდრე ამას მიმდინარე საგარეო შოკის ზომა მიუთითებს. საგარეო შოკში სებ-ი რუსულ ავიაშეზღუდვას გულისხმობდა.

 

პრემიერის მამუკა ბახტაძის შეფასებით კი ლარის გაუფასურება 20 ივნისს და შემდგომ განვითარებული მოვლენების გავლენის შედეგია. როგორც ბახტაძემ ჟურნალისტებს ეროვნული ვალუტის საკითხზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა, ნაციონალური მოძრაობის ავანტიურისტმა წევრებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ დადებითი დინამიკა დიდი ნეგატივის წყარო გამხდარიყო.

 

როგორ ივაჭრებოდა ლარი წლის დასაწყისიდან და როგორია მისი გაუფასურების დინამიკა 20 ივნისის შემდეგ?

 

რეალურად, ლარის კურსმა დოლარის მიმართ მკვეთრი გაუფასურება მაისის დასაწყისიდან დაიწყო, შესაბამისად ამ პერიოდში მასზე გავლენა ვერ ექნებოდა ვერც ვლადიმერ პუტინის მიერ დაწესებულ ავიაშეზღუდვას და ვერც ივლისში რუსეთიდან შემცირებულ ტურისტულ ნაკადებს.

 


2019 წლის დასაწყისში ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2 ლარი და 67 თეთრი იყო. წლის პირველ სამ თვეში, ლარი დოლარის მიმართ 2 თეთრით გაიფასურდა და მარტის ბოლოს მისი ღირებულება 2.69 ლარი გახდა.

 

აპრილში ლარის მერყეობა არ შეინიშნებოდა და კურსი 2 ლარსა და 70 თეთრს შორის შენარჩუნდა.

 

რეალურად, ლარის გაუფასურება მაისიდან დაიწყო. კერძოდ, თუკი მაისის დასაწყისში ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2 ლარი და 70 თეთრი იყო მაისის ბოლომდე ლარი 10 თეთრით გაუფასურდა. ერთ თვეში ეროვნულმა ვალუტამ საკუთარი ღირებულების 3.7% დაკარგა და მაისის ბოლოს ერთი დოლარის ღირებულება 2 ლარი და 80 თეთრი გახდა.

 

გაუფასურების დინამიკა შენარჩუნდა ივნისშიც. თვე ლარმა მცირედი გამყარებით დაიწყო და 20 ივნისს მისი კურსი მაისის ბოლოსთან შედარებით 2 თეთრით გამყარებული - 2.78 ლარი იყო.

 

ლარის შემდგომი გაუფასურება კი 25 ივნისიდან დაიწყო. ივნისის ბოლოს დოლარის ღირებულებამ 2 ლარს და 86 თეთრს მიაღწია. გამოდის რომ ივნისში ლარი 6 თეთრით გაუფასურდა. მაისთან შედარებით მისი ღირებულება 2.1%-ით შემცირდა - ნაკლებად ვიდრე ეს მაისში მოხდა.

 

რაც შეეხება ივლისის თვეს, თვის დასაწყისიდან ეროვნული ვალუტა დოლარის მიმართ 11 თეთრით გაუფასურდა.

 

რუსული ავიაშეზღუდვის პირველი შედეგი უკვე შეაფასა თიბისი ბანკმა. ბანკის მონაცემებით, ივლისის პირველ კვირაში, მანამ სანამ ავიაშეზღუდვა შევიდოდა ძალაში, საქართველოში 50 030 რუსი ტურისტი შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 4.1%-ით ნაკლებია. აქედან, 10%-ზე მეტად შემცირდა თბილისის აეროპორტში ჩამოსული მგზავრების მაჩვენებელი, 13%-ზე მეტად ბათუმის, ხოლო ქუთაისის აეროპორტში კი თვის პირველ კვირაში რუსი ვიზიტორების რაოდენობა არ შემცირებულა და პირიქით 34.8%-იანი ზრდა აჩვენა. რაც შეეხება სახმელეთო გზით შემოსულ ტურისტებს, ივლისის პირველ კვირაში მათი რაოდენობა 1.6%-ით შემცირდა. რაც შეეხება ივლისის მეორე კვირას, TBC-ის მონაცემებით, ამ პერიოდისთვის საქართველოში რუსი ტურისტების რაოდენობა 21.4%-ით არის შემცირებული. მათ შორის საჰაერო გზით შემოსული ვიზიტორების რაოდენობა 78%-ით შემცირდა, 1.7%-ით კი სახმელეთო გზით შემოსული. TBC-ში განმარტავენ, რომ მიუხედავად პირდაპირი ავიამიმოსვლის შეზღუდვისა, არაერთი რუსი ტურისტი შემოდის საქართველოში საჰაერო გზით, სხვადასხვა ქვეყნებიდან, რაც მიანიშნებს, რომ ავიაკომპანიებმა ალტერნატიული შეთავაზებები განავითარეს. მიუხედავად რუსი მოგზაურების შემცირებისა, TBC-ის კვლევით, ივლისის პირველ ორ კვირაში საქართველოს 3.2%-ით მეტი ტურისტი ეწვია, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.


Forbes Georgia

თეგები:
ლარი



ლევან კობერიძე არ გამორიცხავს სახელმწიფო გეგმავდეს სსიპ-ს შექმნას, რომელიც დამხმარე სამედიცინო მასალების კონსოლიდირებულად შესყიდვას დაიწყებს

 ლევან კობერიძე არ გამორიცხავს სახელმწიფო  გეგმავდეს  სსიპ-ს შექმნას, რომელიც  დამხმარე  სამედიცინო  მასალების კონსოლიდირებულად შესყიდვას დაიწყებს
access_time2019-11-21 18:00:58
„კლინიკების მოგების მაჩვენებლის გამოქვეყნება სახელმწიფოს მხრიდან შავი პიარის ნაწილია„-ასე ეხმაურება დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე იმ განცხადებას, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2018 წელს კლინიკების მოგება მილიონობით ლარს შეადგენს. ლევან კობერიძე არ გამორიცხავს, რომ  გარკვეულ ჯგუფებს, გააჩნდეს ინტერესი დიდი თანხის შესყიდვებთან  დაკავშირებით და...

27 მლნ ლარის ზარალი ერთ წელიწადში - როგორია „კარფურის“ შემოსავლები

27 მლნ ლარის ზარალი ერთ წელიწადში - როგორია „კარფურის“ შემოსავლები
access_time2019-11-21 17:00:42
ტექნიკის მაღაზიების შემდეგ მომხმარებელს შიდა განვადებას ჰიპერმარკეტების ქსელი Carrefour-იც სთავაზობს.თუმცა, ერთი განსხვავებით - ჰიპერმარკეტის განვადების პერიოდი მხოლოდ 3 თვეს მოიცავს. თანაც, მომხმარებელს პროდუქცია მხოლოდ თანხის დაფარვის შემდეგ გადაეცემა. Carrefour-ის სერვისით „ლეი-ბაი“ სარგებლობა ყველას შეუძლია, ვისაც სურს 200 ლარზე მეტი ღირებულების ნივთის შეძენა. პირველადი შენატანი 20%-დან იწყება. თუმცა შეზღუდულია სარგებლობის პერიოდი და ის მხოლოდ 90 დღით განისაზღვრება,...

ლუქსემბურგი - პირველი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც ტრანსპორტი უფასო გახდება

ლუქსემბურგი - პირველი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც ტრანსპორტი უფასო გახდება
access_time2019-11-21 20:30:48
ლუქსემბურგი მსოფლიოში პირველი ქვეყანა იქნება, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო გახდება. ახლადარჩეული პრემიერ-მინისტრი ხავიერ ბეტელი და ლუქსემბურგის კოალიციური მთავრობა აცხადებენ, რომ ისინი მატარებლებზე ტრამვაისა და ავტობუსებზე ტარიფებს შემდეგი წლის ზაფხულიდან გააუქმებენ. სამსახურისკენ რამდენიმე საათიანი მგზავრობებისა  და ჰაერის დაბინძურების გათვალიწინებით, მთავრობა იმედოვნებს, რომ ეს ახალი ნაბიჯი საცობების სიმრავლით მსოფლიოში ცნობილ ლუქსემბურგს მეტად...

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა შემოსავლების სამსახურის ახალი ხელმძღვანელი ლევან კაკავა წარადგინა

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა შემოსავლების სამსახურის ახალი ხელმძღვანელი ლევან კაკავა წარადგინა
access_time2019-11-21 15:15:38
დღეს, ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი - ლევან კაკავა წარუდგინა. მისი თქმით, უწყების ახალ ხელმძღვანელს აქვს სისტემაში მუშაობის გამოცდილება, საკმაოდ ძლიერი მენეჯერული თვისებები და არის მაღალი რანგის პროფესიონალი. „პრემიერთან გამართული კონსულტაციების შედეგად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი...

სებ-ს მთავრობაც დაუპირისპირდა

სებ-ს მთავრობაც დაუპირისპირდა
access_time2019-11-21 16:00:56
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის თავზე საავდროდაა მოღრუბლული. კანონმდებლობით სებ-ისთვის განსაზღვრულ მთავარ ამოცანას, - ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფას, ანუ ინფლაციის მაჩვენებლის მართვას ისე, რომ ეს უკანასკნელი თარგეთირებულ, ანუ ნაპროგნოზებ, ანუ მიზნად დასახულ დონეს არ გასცდეს, ეროვნული ბანკი ვეღარ ახერხებს და რაც უარესია, განცდა იმისა, რომ სიტუაციას მართავს და მას უახლოეს ხანში გამოასწორებს, არ...


მსგავსი სიახლეები

up