ეკონომიკის დოქტორის რატი აბულაძის განცხადებით, ეპიდემიამ შეარყია ბაზარი, დაამუხრუჭა ეკონომიკური პროცესები და წარმოქმნა გაურკვევლობა. სამწუხაროდ, კრიზისის ეპიცენტრში მოექცა სავალუტო ბაზარიც.
„ეპიდემიასა და სავალუტო ბაზარს შორის კავშირის გენერალიზების საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ:
- გაურკვევლობამ „დაიჭირა“ფისკალური და მონატარული პოლიტიკის გავლენა, შედეგად გამოყენებული ინსტრუმენტების ეფექტი მკვეთრად შემცირდა;
- ადგილი ჰქონდა ნეგატიურ შოკებს, ლიკვიდობისა და დაკრედიტების პრობლემებს;
- შეიზღუდა ინსტიტუციების მოქმედების შესაძლებლობები და სავალუტო პროცესები კონტროლს მიღმა აღმოჩნდა;
- პროცესები აღარ დაექვემდებარა ეკონომიკურ საფუძვლებს და არც რისკების სათანადო გადაფასებას ჰქონდა ადგილი;
- დაგროვდა ფინანსური დისბალანსი (არამხოლოდ ფინანსური);
არსებულ ფონზე, მისასალმებელია, რომ კრიზისის პირობებში ვხედავთ (მხოლოდ) ხელისუფლების აქტიურ როლს. იმედს ქმნის მთავრობის მიერ თითოეული დარგში მოქმედების გეგმებზე მუშაობისა და მართვის სიზუსტის მოლოდინი.
ჯამში, ქართული რეალიების გათვალისწინებით აღვნიშნავ, რომ პრობლემების დაძლევის მიზნით, ყველა ინსტიტუციამ (მათ შორის ეროვნულმა ბანკმაც) უნდა გამოიყენოს ინსტრუმენტების ყველა ნაკრები. ამასთან, გაუფასურების, ინფლაციის, არასტაბილურობის, გაურკვევლობის პროვოცირების აღმოხვრას კი სჭირდება ქვეყნის ახალ ეკონომიკურ რელსებზე გადაწყობა“–აცხადებს აბულაძე.
სოფო ქსოვრელი