„ლარის გაუფასურებაში დამნაშავეა მთავრობა და ეროვნული ბანკი ე.წ. “იაფი ფულის“ პოლიტიკით, რომელიც მოქალაქეებსა და ბიზნესს ძალიან ძვირი უჯდება

„ლარის გაუფასურებაში დამნაშავეა მთავრობა და ეროვნული ბანკი ე.წ. “იაფი ფულის“ პოლიტიკით, რომელიც მოქალაქეებსა და ბიზნესს ძალიან ძვირი უჯდება"

access_time2018-11-08 17:08:00

ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის აზრით, ლარის გაუფასურებაში პირდაპირ არის დამნაშავე მთავრობა და ეროვნული ბანკი ე.წ. “იაფი ფულის“ პოლიტიკით, რომელიც მოქალაქეებსა და ბიზნესს ძალიან ძვირი უჯდება.
როგორც დეპუტატი აცხადებს, მთავრობა თავისი უგუნური ქმედებებით აუფასურებს ლარს.


“6 ნოემბერს, ხაზინამ 150 მილიონი ლარი კიდევ ასესხა კომერციულ ბანკებს, მაშინ როცა ამ მძიმე ვითარებაში თავი უნდა შეეკავებინა ყოველგვარი მსგავსი ოპერაციებისაგან.


მთავრობა თავის ანგარიშებზე აგროვებს ფულს გადასახადების, გრანტებისა და ვალის აღების გზით. შემდეგ ამ ფულს ვერ ხარჯავს ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად. ერთი შეხედვით, ამან დადებითად უნდა იმოქმედოს
ლარზე, რადგან ამოაქვს ფული მიმოქცევიდან, მაგრამ როგორც იტყვიან, ვერ მოგართვით! - მთელი ნაგროვები ნაშთი 1, 175 მილიარდი ლარის ოდენობით, ხაზინამ კომერციულ ბანკებზე გაასესხა. შესაბამისად, ეს ფული მიდის მიმოქცევაში და მისი ნაწილი ხვდება სავალუტო ბაზარზე.



ამას დამატებული ეროვნული ბანკის მიერ სულ უფრო მზარდი ოდენობით გაცემული რეფინანსირების სესხები (1, 570 მილიარდი ლარი დღევანდელი მდგომარეობით) და დავინახავთ, რომ მთავრობა და ეროვნული ბანკი სამ მილიარდამდე ლარს აწვდიან ბანკებს ამ კრიზისულ ვითარებაში. მიზანი ”ეკონომიკური ზრდის წახალისება” და ”ბანკებისათვის მიკლევადიანი ლიკვიდობის მიწოდებაა”. სინამდვილეში, ასეთი მოქმედება აუფასურებს ლარს, რომლის არასტაბილურობაც არის ეკონომიკური ზრდის მთავარი შემაფერხებელი ფაქტორი.


მოკლედ, როცა ვამბობთ ბიუჯეტიდან მილიარდები არის დასახარჯიო, ეს სინამდვილეში უკვე ”დახარჯულია” და დარჩენილ ორ თვეზე ნაკლებ დროში მართლა დასახარჯია 3,2 მილიარდი ლარი, ანუ იმაზე მეტი, რაც წლის ბოლო სამ თვეში უნდა დახარჯულიყო გეგმით“, - აცხადებს რომან გოცირიძე.


bpn






"ყაზტრანსგაზი" და კალაძის ინტერესები - კომპანიის წამყვან თანამდებობებს თბილისის მერის პროტეჟეები იკავებენ

access_time2019-01-20 21:29:31
დიდ დიღომში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ სულ უფრო აქტუალური ხდება კითხვა - ვინ არის მომხდარზე პასუხისმგებელი? დედაქალაქის მერია პასუხისმგებლობას იხსნის და ხელს კანონში არსებული რეგულაციებისკენ იშვერს, რომლის მიხედვითაც, ექსპლუატაციაში მიღებამდე კორპუსში ადამიანების ცხოვრება დაშვებულია. დიდი დიღომში მომხდარი უბედური შემთხვევისგან ქალაქის მერის მიერ პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მცდელობას პოლიტიკური ოპონენტები უზნეობად აფასებენ. კახა კალაძე...

როგორ გამოიყურებიან ცნობილი ბრენდების ნაკლებად ცნობილი შემქნელები

როგორ გამოიყურებიან ცნობილი ბრენდების ნაკლებად ცნობილი შემქნელები
access_time2019-01-20 20:00:48
მსოფლიო ბრენდების მფლობელების და დამაარსებლების...

ფარული ჩანაწერი, რომელმაც კვირიკაშვილი გადაიყოლა და საბედისწერო სიტყვა „ოლიგარქი“

ფარული ჩანაწერი, რომელმაც კვირიკაშვილი გადაიყოლა და საბედისწერო სიტყვა „ოლიგარქი“
access_time2019-01-19 21:30:38
ფარული ჩანაწერები, რომელმაც პრემიერი გიორგი კვირიკაშვილის პოსტი შეიწირა - ამბავი, რომლის გამოც ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის მთავარ ბანკირს - მამუკა ხაზარაძეს, დაუპირისპირა და გიორგი კვირიკაშვილს გადადგომა აიძულა, ფარულ ჩანაწერს უკავშირდება. წყარო კურიერს უყვება, რომ...

10 წლის ჩელენჯი - 10 ფაქტი საქართველოს ეკონომიკის შესახებ

10 წლის ჩელენჯი - 10 ფაქტი საქართველოს ეკონომიკის შესახებ
access_time2019-01-20 12:00:01
გასული 10 წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკამ მნიშვნელოვანი გარდაქმნები გაიარა, ამიტომ გადავწყვიტეთ წარმოგვედგინა რამდენიმე ფაქტი საქართველოს ეკონომიკის შესახებ 2008 წლისა და 2018 წლის...

ზურაბ გურული - „ ისტერიკა იმაზე, რომ დიღომში მომხდარ ტრაგედიას კავშირი არა აქვს პოლიტიკასთან, არის უშედეგო ფარსი“

ზურაბ გურული - „ ისტერიკა იმაზე, რომ დიღომში მომხდარ ტრაგედიას კავშირი არა აქვს პოლიტიკასთან, არის უშედეგო ფარსი“
access_time2019-01-19 20:00:36
ზურაბ გურული — აშშ-ის მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიისა და ქირურგიის დეპარტამენტების დირექტორი, ასევე მისისიპის უნივერსიტეტის კლინიკური ანესთეზიოლოგიის პროფესორი — დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიას და ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად...


მსგავსი სიახლეები

up