ლარის გაუფასურებამ მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების ნაწილი უკვე გააძვირა

ლარის გაუფასურებამ მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების ნაწილი უკვე გააძვირა

access_time2016-11-15 09:30:35

 

ლარის გაუფასურებამ მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები გააძვირა. ამის შესახებ „კომერსანტთან" ბიზნესმენების ნაწილი აცხადებს. თავისუფლების მოედანზე „რედიქსის" ბიზნესცენტრის მშენებლობა 5 მილიონი ლარით გაუძვირდა პროექტის განმახორციელებელ, უძრავი ქონების კომპანია „რედიქსს", კომპანიის დამფუძნებელ ლაშა პაპაშვილის განცხადებით, ბოლო პერიოდში ლარის დევალვაციის გამო განსახორციელებელი ინვესტიციის ოდენობა 5 მილიონი ლარით გაძვირდა და ამ დროისთვის ის 25 მილიონ ლარს შეადგენს.

 

 

დეველოპერული კომპანია „რედკოს" მენეჯერი მალხაზ კუნელაურის თქმით, ზოგადად, ლარის არასტაბილურობა პროექტებს აძვირებს. მისი თქმით,კომპანია „რედკო" გარდა ისეთი მასალისა, როგორიც არის ბეტონი, ცემენტი და ქვიშა, იმპორტირებულ პროდუქციას მოიხმარს, აქედან გამომდინარე, პროდუქციის შესყიდვები დოლარში ხდება. კუნელაურის თქმით, კომპანიას პროექტები შედარებით გაუძვირდა, თუმცა, ამას საბოლოო პროდუქტის თვითღირებულებაზე არ უმოქმედია.


 

დეველოპერული კომპანია „ჯი დი ჯის" დამფუძნებელი ბეჟან წაქაძე აცხადებს, რომ მსხვილი პროექტი, რომელსაც ახორციელებდა, მიმდინარე წლის ზაფხულის ბოლოს დაასრულა, შესაბამისად, მასზე ეს არ ასახულა. საუბარია, ვაკეში, თქმით, აბაშიძის 70-ში, ყოფილი ფინანსთა სამინისტროს ტერიტორიაზე არსებულ საცხოვრებელ კომპლექსზე.


 


წაქაძის განცხადებით, პროექტი რომ არ დასრულებულიყო, აუცილებლად გაუძვირდებოდა კომპანიას მისი დასრულება. მისი მტკიცებით, ლარის გაუფასურება ქვეყანაში არსებულ ყველა დიდ პროექტს გააძვირებს.

 


პროექტები არ გაძვირებია დეველოპერული კომპანია „სვეტის" დამფუძნებელ თორნიკე ჯანელიძეს. მისი თქმით, კომპანია ხელს უწყობს ადგილობრივი წარმოების განვითარებას და ქართული წარმოების სამშენებლო პროდუქციას მოიხმარს. როგორც ჯანელიძე ამბობს, აქედან გამომდინარეობს სწორედ ის,რომ კომპანია „სვეტის" ყველა დიდი პროექტი ისევ იმ ღირებულებისაა,რაც პროექტების დაწყების მომენტში იყო.

 


შეგახსენებთ, გუშინ ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4890 ლარი გახდა. ლარის კურსთან დაკავშირებით კომენტარი პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გუშინ გააკეთა. „მე დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალი თვეების განმავლობაში ლარი აუცილებლად უნდა გამყარდეს", - განაცხადა კვირიკაშვილმა. მისივე განმარტებით, ლარის კურსთან დაკავშირებული ცვლილებები განპირობებულია იმით, რომ იმპორტის რაოდენობა არის ძალიან გაზრდილი და, ასევე, გაზრდილია მოხმარება.




როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, კონკრეტულ რეგულაციებთან დაკავშირებით, ახალ ნაბიჯებს ეროვნულ ბანკთან ერთად გაახმოვანებენ. "მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ეს არის პროცესი, რომელიც ქვეყანაში დადებითი პროცესით არის განპირობებული, მოხმარება არის გაზრდილი. ექსპორტი ვერ დაეწია მოხმარებას, გამომდინარე იქიდან, რომ საექსპორტო ბაზრებზე ფასები არის დავარდნილი, მაგრამ გაჯანსაღების პროცესი მიდის და ეს პროცესი აუცილებლად შეუქცევადი იქნება", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

 

ავტორი: სოფო ქსოვრელი

 



ლარი ყველა ძირითად საერთაშორისო და რეგიონულ ვალუტასთან გაუფასურდა

ლარი ყველა ძირითად საერთაშორისო და რეგიონულ ვალუტასთან გაუფასურდა
access_time2021-07-27 18:00:21
27 ივლისის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.64 თეთრით 3.0892-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს 3.0930-იანი კურსი დაფიქსირდა. დოლარის მსგავსად ლარი ყველა სხვა ძირითად საერთაშორისო და რეგიონულ ვალუტასთან გაუფასურდა. კერძოდ: ევროსთან 0.38 თეთრით - 3.6409-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 0.67 თეთრით 4.2588-მდე, თურქულ ლირასთან 0.02 თეთრით 0.3604-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.52 თეთრით 1.8159-მდე, 100 რუსულ რუბლთან 2.74 თეთრით 4.1895-მდე, 1000 სომხურ...

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი
access_time2021-07-27 21:00:12
დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი:   1. მასობრივი ვაქცინაციის ცენტრები კვირის ბოლომდე მომზადდება იმუნიზაციის პროცესის შეუფერხებლად და კიდევ უფრო სწრაფი ტემპებით წარმართვის მიზნით, მასობრივი ვაქცინაციის ცენტრები მიმდინარე კვირის ბოლომდე უნდა მომზადდეს.   2. რა ღირს ყველაზე ძვირი...

ისრაელის პარლამენტმა გადადო საქართველოს „წითელ სიაში“ შეყვანა

ისრაელის პარლამენტმა გადადო საქართველოს „წითელ სიაში“ შეყვანა
access_time2021-07-27 17:00:45
ქნესეთის (ისრაელის პარლამენტი) იურიდიულ და საკონსტიტუციო საკითხთა კომიტეტმა იმ ქვეყნებს ჩამონათვალის გაფართოების შესახებ კენჭისყრა გადადო, რომელში მოგზაურობაც, წითელის ზონის სტატუსის გამო, ისრაელის მოქალაქეებს შეეზღუდებოდათ პარასკევიდან. საუბარია დიდ ბრიტანეთზე, კვიპროსზე, თურქეთსა და საქართველოზე. კომიტეტეტის თავმჯდომარემ გიდალ კარივმა ისრაელის ხელისუფლებას იზოლაციის წესების აღსრულებასთან დაკავშირებით, აგრეთვე სპეციალური ნებართვის მისაღებად მოქმედი ზომების ეფექტიანობის...

აფბა: დღეს ქვეყანაში საწვავის გაიაფების ყველა წინაპირობა არსებობს

აფბა: დღეს ქვეყანაში საწვავის გაიაფების ყველა წინაპირობა არსებობს
access_time2021-07-27 12:45:13
“ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ – აფბა, საწვავის ბაზარზე არსებულ მდგომარეობას აფასებს და აცხადებს, რომ დღეს როგორც საერთაშორისო ბაზარზე ფასწარმოქმნაზე მოქმედი, ასევე ადგილობრივი პარამეტრები იძლევა იმის საშუალებას, რომ საქართველოში დაიწყოს საწვავის გაიაფება.   აფბას განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:   „როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მიმდინარე წელს საწვავის ფასი საქართველოში განუხრელად იზრდება. მან ისტორიაში პირველად, გადალახა ყველა...

10-ჯერ მაღალი საპროცენტო სარგებლის მიუხედავად, დეპოზიტების ლარიზაციის მაჩვენებელი 25%-ზე ნაკლებია

10-ჯერ მაღალი საპროცენტო სარგებლის მიუხედავად, დეპოზიტების ლარიზაციის მაჩვენებელი 25%-ზე ნაკლებია
access_time2021-07-27 16:00:19
ბანკებში ფიზიკური პირების დეპოზიტების ლარიზაციის მაჩვენებელი 25%-ზე ნაკლებია. მიუხედავად იმისა, რომ ლარში განთავსებულ ანაბარს თითქმის 10-ჯერ მეტი საპროცენტო სარგებელი ერიცხება და 6 თვეში 5%-ით გამყარდა, ეროვნული ვალუტის მიმართ ნდობა კვლავ დაბალია. მიმდინარე წლის პირველ 6 თვეში ლარში განთავსებული ანაბრის მთლიანი მოცულობა (ფიზიკური და იურიდიული პირები) 1.047 მლრდ-ით 13.903 მლრდ-მდე გაიზარდა, უცხოურ ვალუტაში კი 235 მლნ-ით 21.385 მლრდ-მდე შემცირდა, რისი მთავარი მიზეზიც ლარის...


მსგავსი სიახლეები

up