„ლარის გაუფასურება ჩვენთან ჩვეულებრივი მოვლენა გახდა“

„ლარის გაუფასურება ჩვენთან ჩვეულებრივი მოვლენა გახდა“

access_time2020-01-10 17:30:51

Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ეროვნულმა ვალუტამ ისევ გაუფასურება დაიწყო. დილით ვაჭრობა $1/2.8938-ით გაიხსნა, მას შემდეგ ლარი დოლართან მიმართებაში მერყეობს.


კაპიტალი ბაზრის ექსპერტი ვახტანგ ხომიზურაშვილი ბოლო რამდენიმე დღეში ლარის გაუფასურების ტენდენციას ჩვეულებრივ მოვლენად აფასებს და თვლის, რომ ქვეყნის არაპროგნოზირებადი ეკონომიკა ვალუტის გაუფასურებას ხელს კიდევ უფრო მეტად უწყობს.


„ლარის გაუფასურება ჩვენთან ჩვეულებრივი მოვლენა გახდა. პრაქტიკულად ეს დამოკიდებული არის ლარის მიმართ განწყობაზე და მის მიმართ ნდობაზე. ქვეყნის არაპროგნოზირებადი ეკონომიკა ლარის გაუფასურებას ხელს კიდევ უფრო მეტად უწყობს. რეალურად ქვეყანაში ლარის კურსთან მიმართებაში არაჯანსაღი მდგომარეობაა, ამიტომ დოლარზე გადაჭარბებული მოთხოვნაა, ცდილობენ რეზერვები შეავსონ და დოლარი მოიმარაგონ. აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი საერთო ჯაჭვური რეაქციაა, ანუ თუ ოდნავ გაუფასურება ფიქსირდება, უარყოფითი მოლოდინები ჩნდება და ყველა ცდილობს ლარის მოშორებას და დოლარით ჩანაცვლებას“, - აცხადებს ვახტანგ ხომიზურაშვილი.


ექსპერტი ვახტანგ ხომიზურაშვილი ეჭვქვეშ აყენებს Bloomberg-ის სისტემაში  კურსის ფორმირების წესებს და თვლის რომ, ის რეალურად არ ასახავს ეკონომიკაში არსებულ მდგომარეობას.



„Bloomberg-ის სისტემაში დაფიქსირებული კურსის ფორმირებისას არ არის გათვალისწინებული ის მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფენ სამართლიან და ობიექტურ საბაზრო კურსის ჩამოყალიბებას, ამიტომ ის რეალურად არ ასახავს ეკონომიკაში არსებულ მდგომარეობას. Bloomberg-ის დათვლის პრინციპი და სავალუტო კურსის ჩამოყალიბების მეთოდები უნდა ჩანაცვლდეს.  რა წესებიც საბოლოოდ კურსის ფორმირებაში Bloomberg-ის სისტემაში გამოიყენება და ის კურსი, რაც შემდეგ დგება, ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს - მათ შორისაა ის, რომ სისტემაში ცოტა საფინანსო ინსტიტუტი მონაწილეობს“, - განმარტავს ვახტანგ ხომიზურაშვილი.


ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.8986 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8870 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0116 ლარი შეადგინა.


რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2154 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2077 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0077 ლარი შეადგინა.



ნინო თამაზაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up