ბოლო რამდენიმე დღეა ლარი Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში მყარდება. დღეს დილიდან ვაჭრობა $1/₾2.8305-ით დაიწყო, 12:55 საათისთვის 1 დოლარი 2.8272-ის ნიშნულზეა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშნდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.8422 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.8631 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0209 ლარი შეადგინა.
სოფო ქსოვრელი