ლარი პოზიციებს სავარაუდოდ შუა თებერვლამდე შეინარჩუნებს - რა შეარყევს ქართულ ვალუტას გრძელვადიან პერიოდში

ლარი პოზიციებს სავარაუდოდ შუა თებერვლამდე შეინარჩუნებს - რა შეარყევს ქართულ ვალუტას გრძელვადიან პერიოდში

access_time2021-12-23 13:00:38

ეროვნული ვალუტა სტაბილურობას  წინასაახალწლოდ და შემდგომ პერიოდშიც შეინარჩუნებს. როგორც საბანკო სფეროს სპეციალისტები აღნიშნავენ, კრიტიკული მომენტი ლარმა გადალახა ნოემბერ-დეკემბერში და ტრენდი იანვარშიც გარძელდება. ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რაც ლარს ამყარებს, ფულადი გზავნილების მასშტაბური მატებაა, რამაც ფაქტობრივად ინვესტიციების ფუნქცია შეითავსა და ეკონომიკისთვისაც პანდემიისას მაშველ რგოლად იქცა.



ფინანსური ბაზრის მკვლევარი, ანალიტიკოსი ნიკა შენგელია ,,კომერსანტთან“ აცხადებს, რომ სიტუაცია ჯერჯერობით არ შეიცვლება. თუმცა 10-15 თებერვალი ლარისთვის ის პერიოდია, როცა მის სტაბილურობას შეიძლება საფრთხე დაემუქროს.



„არსებული კურსი, მინიმუმ 1,5 თვე შენარჩუნდება. ამ პერიოდში მაქსიმალური კურსი  3.12-3.13-ის ფარგლებშია მოსალოდნელი. ამ პროცესს დიდი ბიძგი მისცა ქართველი ემიგრანტების მიერ უცხოეთიდან გადმორიცხული თანხის ოდენობამ, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში მუდმივად იზრდებოდა. მან $2-მილიარდიანი ზღვარი გადალახა, რაც ლარზეც შესაბამისად აისახა. გარდა ამისა, ახლა წლის ბოლოა და ტრადიციულად ამ დროს ლარზე მოთხოვნა მეტია, ბიუჯეტთან ანგარიშსწორების დროს. გარდა ამისა, დოლარზე მოთხოვნაც შემცირებულია. ამდენად, ამ ფაქტორების ერთობლიობა საბოლოდ ლარის გამყარებას ემსახურება.  თუმცა ტენდენცია გრძელვადიან პერიოდში ვერ გაგრძელდება. იანვრის  ბოლოდან  10 თებერვლამდე შესაძლოა ლარი შესუსტდეს. უპირველეს ყოვლისა, ამას დოლარზე მოთხოვნის ზრდა განაპირობებს“, - აცახდებს შენგელია.



კერძოდ, როგორც ანალიტიკოსი განმარტავს,  არარეზიდენტების მიერ განხორციელებული ტრანზაქციები დამატებითი ზეწოლაა ლარისთვის, რაც ეროვნულ ვალუტას აუფასურებს.




ამ თვალსაზრისით, როგორც ნიკა შენგელია აღნიშნავს, ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკა მავნებლურია, რადგან ლარის გამყარების ნაცვლად, გაუფასურებას და უცხოური ფინანსური ორგანიზაციების ინტერესებს ემსახურება.



,,არარეზიდენტებს გზა ხსნილი აქვთ, შეუძლიათ, აქტიურად ფასიანი ქაღალდების შეძენით და რამდენიც სურთ, კაპიტალი გაზიდონ ქვეყნიდან. მართალია, ღია ეკონომიკაა და არ იზღუდება მოცულობა, მაგრამ სჯობდა, ეს ფული ადგილობრივ ეკონომიკას მოხმარებოდა, რის მაგივრადაც სებ-ი ყოველთვის კარს უღებს ე.წ. ცხელ ფულს, ფინანსურ ინსტიტუტებს, რომლებიც შემოდიან მხოლოდ იმიტომ, რომ მაღალი საპროცენტო განაკვეთები გვაქვს. აღსანიშნავია, რომ 2021 წლის თებერვალში არარეზიდენტმა უცხოურმა ორგანიზაციებმა სწორედ ასეთი ინტერვენციებით დიდი ფული იშოვეს და ქვეყნიდან სერიოზული კაპიტალი გავიდა. წელსაც იგივე ხდება. ცხადია, არარეზიდენტები თუ გადაწყვეტენ, რომ ეს ფული თავის ქვეყანაში გაიტანონ, მოუწევთ დოლარის შესყიდვა, ეს კი ლარზე ზეწოლას გააძლიერებს. შესაბამისად, დაახლოებით 10 თებერვლიდან დაიწყებს ოდნავ ისევ გაუფასურებას. ამის შესაჩერებლად სებ-ი პრაქტიკულად არაფერს აკეთებს, მეტიც გზას უხსნის უცხოურ კაპიტალს, ამიტომ გასაგებია რისთვის ინარჩუნებს მაღალ საპროცენტო განაკვეთს ეროვნული ბანკი, ძირითადად ემსახურება ვიწრო ინტერესებს, სავალუტო სპეკულანტებს და საბოლოოდ ძირი ეთხრება ეკონომიკას, რომელიც ისედაც დიდ გაჭირვებაშია ეპიდემიური პროცესების გამო “, - აცხადებს ,,კომერსანტთან“ ნიკა შენგელია.



აღსანიშნავია, რომ 2021 წელი ლარისთვის საკმაოდ მძიმედ დაიწყო. იანვარში ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ საშუალოდ 3.2864-დან 3.2973-მდე (0.3 პროცენტით), ხოლო ევროს მიმართ საშუალოდ 3.9969-დან 4.0186-მდე (0.5 პროცენტით) გაუფასურდა. ამის შესახებ აღნიშნულია ეროვნული ბანკის (სებ) იანვრის მიმოხილვაში.

 


რაც შეეხება ლარის კურს მიმდინარე პერიოდში, სებ-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 23 დეკემბერს ერთი ამერიკული დოლარი 3.0939 ლარი ღირს, ევრო – 3.4946 ლარი. 


მარი ჩიტაია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up