„ლარის გამყარება მთავრობის 10-პუნქტიან გეგმას არ უკავშირდება"

„ლარის გამყარება მთავრობის 10-პუნქტიან გეგმას არ უკავშირდება"

person access_time2017-03-25 10:00:23

„გალარების პროგრამის მიზანი არ იყო, რომ სესხი ყველა ბენეფიციარს გაელარებინა. მონაწილეები იყვნენ მოქალაქეები, მთავრობა, ბანკები, ეროვნული ბანკი, არასამთავრობოები და ექსპერტები, რომლებიც გამოთქვამდნენ საკუთარ მოსაზრებებს, რის შემდეგაც მოქალაქეები იღებდნენ გადაწყვეტილებებს", - ამის შესახებ რადიო „კომერსანტის" გადაცემაში „კომერსანტის დროით" "საზოგადოება და ბანკების" ანალიტიკოსმა გივი ადეიშვილმა განაცხადა.

 

 

„რატომ არ გაალარა უფრო მეტმა ადამიანმა? როდესაც ამ კითხვას ვსვამთ, აქ უნდა ვიკითხოთ, რამდენად იყო ხელშეწყობა ბანკების მხრიდან და ხომ არ იყო კულუარული საუბრები, რომ არ გაელარებინათ სესხები. ამასთან, საზოგადოებაში არსებობს მოლოდინი დღესაც, რომ ლარი უფრო მეტად გამყარდება. კიდევ ერთი მომენტია, რომ მომხმარებლების ნაწილს სესხზე მცირე ვადა ჰქონდა დარჩენილი, ნაწილს შემოსავალი დოლარში ჰქონდა. საერთო ჯამში, რომ შევაფასოთ მე ვერ ვიტყვი, რომ ეს იყო წარუმატებელი ან წარმატებული პროგრამა. ეს იყო შეთავაზება, რომლითაც მომხმარებელთა ნაწილმა ისარგებლა.

 

 

აქვე ადეიშვილი მთავრობის 10-პუნქტიან გეგმაზე საუბრობს, თუმცა აცხადებს, რომ ეს ლარის გამყარებასთან კავშირში არ არის. „ვერ ვიტყვი, რომ იმ 10-პუნქტიანი გეგმის დამსახურებაა ბოლო პერიოდში ლარის გამყარება. ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ გალარების პროგრამის გამო ლარი გამყარდა. იმდენად ცოტა ადამიანს ეხებოდა ეს პროგრამა, რომ მისი შედეგი იქნებოდა მიზერული.

 


 

ახლა ლარის კურსის გამყარება არის სეზონური, შეგვიმცირდა ფასები იგივე გაზის იმპორტზე, შეგვიმცირდა უცხოური ვალუტის გასავალი და გაგვეზარდა შემოდინება ტურიზმიდან ანუ მოსალოდნელიც იყო, რომ ამ პერიოდში ლარის კურსი შედარებით დასტაბილურდებოდა. ეს არ მოხდა 10 პუნქტიანი გეგმის გამო. თუ დავაკვირდებით, ბოლოს წლებში ლარის კურსს სეზონურობა ახასიათებს. ამ გეგმას ჩვენ 1-2 თვეში ვერ შევაფასებთ, ამას უნდა შევხედოთ წლიურ ჭრილში და შესაძლოა, უფრო მეტი დროც დასჭირდეს. მე პირადად მივესალმები საგადასახადო რეფორმის ესტონურ მოდელს, რომელსაც ჩემი აზრით, ეკონომიკაზე დადებითი გავლენა ექნება", - განაცხადა ადეიშვილმა.

 

 

საქართველოში სესხების გალარების პროგრამა 2017 წლის 17 იანვრიდან ამოქმედდა. ერთჯერადი პროგრამა ორი თვე გაგრძელდა. მთავრობის და ეროვნული ბანკის ერთობლივი აქციით 27 000 ადამიანიდან 5 000-მდე პირმა ისარგებლა. შეგახსენებთ, რომ გალარების ერთჯერადი პროგრამა მთავრობამ ლარიზაციის პოლიტიკის ფარგლებში გამოაცხადა. გალარების პროგრამა შეეხებოდა მხოლოდ საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირების (მათ შორის ინდმეწარმეების) უძრავი ქონებით სრულად ან ნაწილობრივ უზრუნველყოფილ აშშ დოლარის მიმდინარე სესხებს, რომელთა წარმოშობა მოხდა 2015 წლის 1 იანვრამდე.

 

 

აღსანიშნავია, რომ გალარების პროგრამის ამოქმედების დღიდან მის დამთავრების დღემდე, 17 იანვრიდან 17 მარტამდე ეროვნული ვალუტა 20 პუნქტით გამყარდა. თუ ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით ერთი დოლარი 17 იანვარს 2,7084 ლარი ღირდა, 17 მარტის ოფიციალური კურსი 2,5039 ლარი იყო.

 

 

 



30 მარტი - ქართული ლარი და სომხური დრამი უმნიშვნელოდ გამყარდა, თურქული ლირა კი გაუფასურდა

30 მარტი - ქართული ლარი და სომხური დრამი უმნიშვნელოდ გამყარდა, თურქული ლირა კი გაუფასურდა
access_time2020-03-30 19:00:15
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი ძირითადად მკვეთრად უფასურდება, სამეზობლოში ვალუტის კურსები ან მცირედით და ეტაპობრივად უფასურდება, ან მყარდება.     ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 30 მარტის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი მცირედით გამყარდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2845 ლარი შეადგინა. Bloomberg-ზე დილიდან ვაჭრობა $1/3.2875...

საქართველოს მასშტაბით კარანტინი გამოცხადდა

საქართველოს მასშტაბით კარანტინი გამოცხადდა
access_time2020-03-30 17:10:10
საქართველოს მასშტაბით კარანტინი გამოცხადდა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში, ბრიფინგზე განაცხადა. საკარანტინო რეჟიმი ახალი კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში იქნა შემოღებული. „მივიღეთ გადაწყვეტილება საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების შესახებ. ჩვენ ვაცხადებთ ფაქტობრივად საყოველთაო კარანტინს, რომელიც ხვალ, დილის 08:00 საათიდან დაიწყება“, –...

დააპაუზე უფასოდ - საინიციატივო ჯგუფი, რომელიც პანდემიის დროს მოქალაქეებს იურიდიულ კონსულტაციას უწევს

დააპაუზე უფასოდ - საინიციატივო ჯგუფი, რომელიც პანდემიის დროს მოქალაქეებს იურიდიულ კონსულტაციას უწევს
access_time2020-03-30 17:00:36
„დააპაუზე უფასოდ“ - ამ სახელით ინტერნეტსივრცეში შექმნილი სამართლებრივი სივრცე მიზნად ისახავს კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული პრობლემების სამართლებრივი გზით მოგვარებას. იდეის ავტორი, ადვოკატი მარიკა არევაძე „კომერსანტთან“ აღნიშნავს, რომ რამდენიმე ათეული სხვადასხვა პრობლემის შესახებ იღებენ შეტყობინებას და მათი მხრიდან ხდება ხალხის დაკვალიანება იურიდიული კუთხით, თუ როგორ უნდა მოიქცეს მოქალაქე ფორსმაჟორულ სიტუაციაში იჯარის, სესხების თუ კომუნალურებთან დაკავშირებული გართულებების...

„როდესაც ერთ ბაზარზე ხარ ჩამოკიდებული, დრამატული ცვლილებები ყოველთვის მოსალოდნელია“ - ალექსანდრე რატიშვილი

„როდესაც ერთ ბაზარზე ხარ ჩამოკიდებული, დრამატული ცვლილებები ყოველთვის მოსალოდნელია“ - ალექსანდრე რატიშვილი
access_time2020-03-30 18:00:42
 „წარმოება არც გაზრდილა და არც შემცირებულა, ბაზარზე  მოთხოვნა  სტაბილურად არსებობს, რომელსაც ვაკმაყოფილებთ“- ამის შესახებ „კომერსანტს“ პურ-ფუნთუშეულის და საკონდიტრო პროდუქტის მწარმოებელი კომპანიის „ემ სი ბი ჯორჯიას“ მმართველმა პარტნიორმა ალექსანდრე რატიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, წარმოების პროცესი ჩვეულებრივ რეჟიმში მიმდინარეობს და კომპანიაა 15 სახის პროდუქციას წარმოებას ისევ აგრძელებს.   „როგორც საგანგებო...

„როგორც ჩანს, სტრესს ვერ გაუძლო“ - ჰესენის ფედერალური მიწის ფინანსთა მინისტრის თვითმკვლელობას „covid 19”-ის პანდემიას უკავშირებენ

„როგორც ჩანს, სტრესს ვერ გაუძლო“ - ჰესენის ფედერალური მიწის ფინანსთა მინისტრის თვითმკვლელობას  „covid 19”-ის პანდემიას უკავშირებენ
access_time2020-03-30 16:30:04
გერმანიის ჰესენის ფედერალური მიწის ფინანსთა მინისტრმა ტომას შეფერმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. დასავლური მედიის ცნობით, ტომას შეფერის ცხედარი ფრანკფურტის მახლობლად, მატარებლის ლიანდაგზე აღმოაჩინეს. ჰესენის ფედერალური შტატის პრემიერ-მინისტრის, ვოლკერ ბუფირის თქმით, შეფერი "covid 19"-ის პანდემიის გამო სტრესულ მდგომარეობაში იყო. "როგორც ჩანს, სტრესს ვერ გაუძლო. გამოსავალი ვერ იპოვა და დაგვტოვა. მისი წუხილი იყო, შეძლებდა თუ არა მოსახლეობის უზარმაზარ...


მსგავსი სიახლეები

up