ლარის დევალვაციის პოლიტიკური ისტორია - 1$ - 1,75 ლ-დან 2.8237ლ-მდე - მინისტრები და პრემიერები

ლარის დევალვაციის პოლიტიკური ისტორია - 1$ - 1,75 ლ-დან 2.8237ლ-მდე - მინისტრები და პრემიერები

access_time2019-07-08 10:00:22

მიმდინარე წლის ბოლო ორ თვეში ლარი ორჯერ დაფიქსირდა ისტორიულ მინიმუმზე, არადა ეროვნული ვალუტის ყოველი რყევის შემდეგ ხელისუფლება მტკიცედ ირწმუნებოდა, რომ საგანგაშო არაფერი ხდება.


როგორ და რითი “გვამშვიდებდნენ“ წლების განმავლობაში „ქართული ოცნების“ პირველი პირები და რა ნიშნულზე გვაქვს დღეს ეროვნული ვალუტა.


ლარის დევალვაციის პოლიტიკური ისტორია:


2014 წელი, თებერვალი / 1$=1,75ლ


ნოდარ ხადური - იმ პერიოდში ფინანსთა მინისტრი :


თავიდანვე ვამბობდით, რომ ეს იყო დროებითი მოვლენა, ყველა ეკონომიკური და მაკროეკონომიკური ფაქტორი მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოში ლარის კურსის გაუფასურება არ იქნებოდა ხანგრძლივი პროცესი.”



2014 წელი, დეკემბერი / 1$=1,84 ლ


გიორგი კვირიკაშვილი - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი



„ასევე მოვუწოდებ ყველას, რომ არ იყოს პანიკა, იმიტომ რომ პანიკა ასეთ შემთხვევაში ყოველთვის ცუდად მოქმედებს და არაფერი საპანიკო ამ მიმართულებით ნამდვილად არ არის“.



2014 წელი, დეკემბერი / 1$=1,89ლ



ნოდარ ხადური - ფინანსთა მინისტრი: 



„ლარის კურსი დასტაბილურდა და ძალიან დიდი ალბათობით კურსი დაიწევს.“


2015 წელი, იანვარი / 1$=1.99ლ


ნოდარ ხადური - ფინანსთა მინისტრი :


„დოლარის მიმართ პრაქტიკულად ყველა ვალუტა გაუფასურებულია, თუმცა უნდა აღინიშნოს,რომ ამ თვალსაზრისით , ლარი ინარჩუნებს გარკვეულწილად პოზიციებს



2015 წელი, იანვარი / 1$=2.01ლ



ბიძინა ივანიშვილი - ყოფილი პრემიერ-მინისტრი:



„მოგონილი თემაა ესეც , არავითარ ტვირთად არ აწევს ეს საზოგადოებას, გარდა სააგიტაციო მანქანისა,რასაც რუსთავი 2 ახერხებს. ლარი აჩვენებს იმას,რომ იგი ცოცხალი და ჯანმრთელი ორგანიზმია.“


2015 წელი , თებერვალი / 1$=2.23ლ



ირაკლი ღარიბაშვილი - პრემიერ-მინისტრი;



„მთელი მთავრობა მობილიზებულია, გვაქვს მჭიდრო ურთიერთობა ეროვნულ ბანკთან და მიმაჩნია,რომ მართლაც ხელოვნურად იყო შექმნილი ის ისტერიკა. განსაკუთრებით ეს მედია საშუალებებს გეხებათ.“



2015 წელი, მარტი / 1$=2.23ლ



ნოდარ ხადური - ფინანსთა მინისტრი:


„მოსახლეობის მოლოდინები იყო გაცილებით უფრო სწრაფი ეკონომიკური ზრდა და ვერ მივიღეთ. შიდა ძვრები, მადლობა ღმერთს, არ გვაქვს, მაგრამ გვაქვს პატარა „შოკუნიები“. ეს პატარა „შოკუნიები“ არის სურვილი ჩვენი ოპონენტების,რომ ნახონ ცეცხლში გახვეული საქართველო.“



2015 წელი, აპრილი / 1$=2.28ლ



ნოდარ ხადური - ფინანსთა მინისტრი::



„მუშაობს ეროვნული ბანკი, მთავრობის ეკონომიკური გუნდი და მე იმედი მაქვს,რომ ძალიან მალე დასტაბილურდება სიტუაცია, გვაქვს კომუნიკაცია.“




2015 წელი, აპრილი /1$=2.32ლ



გიორგი კვირიკაშვილი - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი



„ყველა ფუნდამენტური საფუძველი არსებობს იმისთვის,რომ ეროვნული ვალუტის გამყარება უნდა დაიწყოს.“


2015 წელი , მაისი/ 1$=2.36ლ


გიორგი კვირიკაშვილი - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი


„აუცილებლად მოხდება დასტაბილურება, მე როგორც ყველა ადამიანი, რა თქმა უნდა, ამით შეწუხებული ვარ, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ დარმწუნებული ვართ იმაში,რომ საშუალოვადიან პერსპექტიკვაში ეს იქნება აუცილებლად პოზიტიური ტენდეცია.“



2015 წელი, აგვისტო/ 1$=2.41ლ



ირაკლი ღარიბაშვილი - პრემიერ-ინისტრი:



„სახეზე გვაქვს აბსოლუტურად გამოკვეთილი სპეკულაცია და აჟიოტაჟი. ეს არის ემოციური ფსიქოლოგიური ფაქტორი.“



2015 წელი, აგვისტო /1$=2.41ლ



ნოდარ ხადური - ფინანსთა მინისტრი



„ეს არის დროებითი მოვლენა და ადგილი აქვს სპექკულაციურ მოვლენებს ბაზარზე და აცილებლად კურსი დასტაბილურდება“.


2015 წელი, სექტემბერი/1$=2.44ლ



ირაკლი ღარიბაშვილი - პრემიერ მინისტრი:



„როგორც ეროვნულ ბანკის, ასევე ფინანსთა სამინსიტროს პროგნოზებით ლარის დასტაბილურება უნდა დაიწყოს საშუალოვადიან პერსპექტივაში“.



2016 წელი, იანვარი/ 1$=2.46ლ



ნოდარ ხადური - ფინანსთა მინისტი :


„დამატებით დაწოლას არ მოველით ლარზე, საკმაოდ ოპტიმისტურად ვართ განწყობილები.“



2016 წელი, იანვარი /1$=2.46ლ



გიორგი კვირიკაშვილი - პრემიერ- მინისტრი


„აქ არაფერი საგანგაშო არ არის, ჩვენ ნამდვილად გვაქვს ყველა მიზეზი იმისთვის,რომ ოპტიმისტურად ვიყოთ განწყობილები.საქართველოში წელს იქნება საკმაოდ კარგი ეკონომიკკური ზრდა და საშუალო ან გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენ ვერანაირ ნეგატიურ საფუძველს ვერ ვხედავთ“.



2016 წელი, სექტემბერი/ 1$=2.33ლ



დიმიტრი ქუმსიშვილი - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე პრემიერი


„მე ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული რომ ჩვენი ვალუტის კურსი იქნება სტაბილური, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს მოძრავი კურსი, თუმცა ის იქნება სტაბილური.“



2016 წელი , ოქტომბერი/1$=2.35 ლ



ნოდარ ხადური - ფინანსთა მინისტრი:


„მომავალი წელი გაცილებით უკეთესი იქნება და წელსაც უფრო მეტ ეკონომიკურ ზრდას ველოდებით, ვიდრე ეს თავიდან იყო დაგეგმილი.“



2016 წელი, ნოემბერი/1$=2.48ლ



გიორგი კვირიკაშვილი - პრემიერ მინისტრი:



„კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა,რომ ეს არის პროცესი,რომელიც ქვეყანაში დადებითი პროცესითაა განპირობებული“.


2016 წელი, დეკემბერი/1$=2.61ლ



გიორგი თაბუაშვილი - ფინანსთა მინისტრის მოადგილე:



„არ დაიჯეროთ ყველაფერი კარგად იქნება“



2016 წელი, 16 დეკემბერი/ 1$=2.66ლ



კახი კალაძე - ენერგეტიკის მინისტრი:



„ლარის კურსის ვარდნა არ არის გამოწვეული ქვეყანაში მიმდინარე პროცესებით.“



2017 წელი, ნოემბერი / 1$=2.62ლ



გიორგი გახარია - ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი.:



„განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ხდება მოლოდინების გამძაფრება, ხდება გადამეტებული რეაგირება ჩვენს კურსზე.“
2018 წელი, აპრილი / 1$=2.39ლ



დიმიტრი ქუმსიშვილი - ფინანსთა მინისტი


„მაკროეკნომიკურ ფუნდამენტში გვაქვს გაუმჯობესება, ეს არ არის მხოლოდ ტურიზმი. ტურიზმი არის ერთ-ერთ მიზეზი. მაკროეკონომიკურ ფუნდამენტში იგივე პერიოდთან შედარებით გვაქვს 200 მილიონი დოლარით ნაკლები ზეწოლა ჩვენს ვალუტაზე.“



2018 წლი ივნისი/1$=2.45ლ



დიმიტრი ქუმსიშვილი - ფინანსთა მინისტი:


„არსებობს ჩამოყალიბებული გეგმა სამოქმედო გეგმა,რომელსაც ხელისუფლება და ეროვნული ბანკი მიჰყვება , მათ შორის გარკვეული საკანონმდებლო პაკეტი უკვე არის პარლამენტში.“



2018 წელი, ივნისი / 1$=2.45ლ



გიორგი კვირიკაშვილი - პრემიერ-მინისტრი:


„მოკლე და საშუალოვადიან პერსპექტივაში ჩვენ შეგვეძლო მიგვეღო გადაწყვეტილებები, რომლებიც კურსს დააფიქსირებდა, მოსახლეობას შეიძლება იმ მომენტში გაუადვილდებოდა ყოფა, მაგრამ გავფლანგავდით სავალუტო რეზერვებს და ვერ მივიღებდით ეკონომიკურ პოლიტიკას.“


2019 წელი ივნისი / 1$=2.77ლ



ივანე მაჭავარიანი - ფინანსთა მინისტრი :


„ჩვენ გვაქვს ძალიან ჯანსაღი პარამეტრები , მოკლევადიანი რყევები რაღაც პერიოდულობით ყოველთვის არსებობდა და ალბათ იარსებებს.“



2019 წელი, 2 ივლისი / 1$=2.8225ლ


ირაკლი კოვზანაძე - პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე
“არცერთი მაკროეკონომიკური პარამეტრი გაუარესებული არ გახლავთ.მაგრამ მოგეხსნებათ არსებობს გარკვეული მოლოდინები.“



2019 წელი, 3 ივლისი/ 1$=2.8237ლ



ნათია თურნავა - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი :


„მოლოდინები არის ერთ-ერთი მიზეზი,რომლეც მოკლევადიან პერსპექტივაში მოქმედებს ლარის კურსზე, თქვენ თავად ბრძანეთ რომ ერთი კვირის წინ იყო სხვა,ახლა უკვე სხვა.



Forbes-ის კვირა

ნათია კეკენაძე





საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს
access_time2019-12-08 18:43:35
საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მორიგი შეხვედრა დაიწყო. სასტუმრო შერატონში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები მეორე შეხვედრას უცხოელი დიპლომატების მონაწილეობით...

ჰამბურგში გამოჩნდა ავტობუსი, სადაც უსახლკაროებს შხაპის მიღება შეუძლიათ

ჰამბურგში გამოჩნდა ავტობუსი, სადაც უსახლკაროებს შხაპის მიღება შეუძლიათ
access_time2019-12-08 14:59:06
ქუჩაში მცხოვრები ადამიანებისთვის შხაპის რეგულარულად მიღება შესაძლებლობების ზღვარს სცილდება. ჰამბურგში მოძრავი ავტობუსი ამ სიტუაციის შეცვლას აპირებს. დღეიდან ჰამბურგში მცხოვრებ უსახლკარო ადამიანებს შეეძლებათ ქალაქში მოძრავ მოდიფიცირებულ ავტობუსში შხაპი მიიღონ, გამოიცვალონ და ტანსაცმელი გარეცხონ. "ამ ავტობუსში ყოფნა ძალიან...

Le Monde: ალპების მთებში რუსი მკვლელების ბაზა აღმოაჩინეს

Le Monde: ალპების მთებში რუსი მკვლელების ბაზა აღმოაჩინეს
access_time2019-12-08 20:00:01
  2018 წელს ბრიტანულმა, ფრანგულმა, და შვეიცარიულმა სპეცსამსახურებმა ამერიკელ კოლეგებთან თანამშრომლობით, დაიწყეს უპრეცედენტო ოპერაცია,რომლის დროსაც გამოვლინდა რუსეთის სამხედრო დაზვერვის 15 ოფიცერი - ისინი არიან ერთი ქვედანაყოფის წევრები, რომელთა სპეციალიზაცია იყო მკვლელობები და რომლებიც გადაადგილდებოდნენ ევროპაში 2014-2018 წლებში.   სპეცსამსახურების მობილიზება დაიწყო ინგლისის ქალაქ სოლსბერიში დაზვერვის ორი ოფიცრის მიერ საბჭოთა პერიოდში დამუშავებული...

პრეზიდენტის ანტიკვარიატი - ათონელის რეზიდენციის 2.8-მილიონიანი ავეჯის ისტორია

პრეზიდენტის ანტიკვარიატი - ათონელის რეზიდენციის 2.8-მილიონიანი ავეჯის ისტორია
access_time2019-12-08 16:00:51
1800 წლის 22 დეკემბერს რუსეთის იმპერატორმა პავლე I-მა ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთის იმპერიასთან შეერთების მანიფესტს მოაწერა ხელი. რამდენიმე თვის წინ საქართველოს პრეზიდენტის ათონელის რეზიდენციაში, სხვა მრავალ ანტიკვარულ ნივთთან ერთად, ბინა დაიდო რუსეთის საიმპერატორო ქარხნებში - მოსკოვსა თუ პეტერბურგში დამზადებულმა ავეჯმა, მათ შორის იმპერატორ პავლე პირველის ეპოქიდან შემორჩენილმა მაგიდებმა თუ კომოდებმა, ნივთებმა, რომლებიც 220 წლის წინ განთავსებული იყო იმ სასახლეებსა და დარბაზებში, სადაც...

Süddeutsche Zeitung: ბერლინში ქართველის მკვლელობაში ეჭვმიტანილია რუსეთი

Süddeutsche Zeitung: ბერლინში ქართველის მკვლელობაში ეჭვმიტანილია რუსეთი
access_time2019-12-08 14:00:22
2019 წლის აგვისტოში, ბერლინის რაიონ ტირგარტენში ახლო მანძილიდან ცეცხლსასროლი იარაღით 40 წლის ქართველი მოკლეს.   გამოძიება განიხილავს ერთადერთ ვერსიას - შეკვეთილ პოლიტიკურ მკვლელობას, რადგანაც სხვა მოტივების რაიმე ნიშანი არ გამოიკვეთა.   Süddeutsche Zeitung-ის, ასევე ტელეკომპანიების NDR და WDR-ის ცნობით, ამ საქმეზე გამოძიების დაწყებას გეგმავს გენერალური პროკურატურა, რადგანაც მასში შესაძლოა სპეცსამსახურები იყოს...


მსგავსი სიახლეები

up