ლარის არსებულ დიაპაზონში რყევა ინფლაციაზე დამატებით გავლენას ვერ მოახდენს

ლარის არსებულ დიაპაზონში რყევა ინფლაციაზე დამატებით გავლენას ვერ მოახდენს

access_time2021-12-02 14:00:31

ბოლო 3 დღეში ლარი მცირედით, მაგრამ მაინც გაუფასურდა. თუ 29 ნოემბრის ოფიციალური კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 3.0967 იყო, 2 დეკემბერს 3.1279 გახდა, ორნიშნა ინფლაციის ფონზე ფასების მატების შიში კიდევ ერთხელ გაჩნდა, თუმცა, როგორც დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა ივა ჭყონიამ „კომერსანტთან“ საუბარში განმარტა, ლარის არსებული რყევები სხვა თანაბარ პირობებში ფასებზე გავლენას ვერ მოახდენს.

 


2013 წლიდან მოყოლებული, ყოველი წლის 31 დეკემბერს აშშ დოლარი უფრო ძვირი ღირდა, ვიდრე 1-ელ იანვარს, გამონაკლისი მხოლოდ 2017 წელი იყო. 2021 წელი შესაძლოა 2017-ს დაემსგავსოს, იანვარში კურსი 3.27-ს შეადგენდა, მარტსა და აპრილში 3.40-ს მიაღწია, თუმცა მაისში გამყარდა და ივნისიდან დასტაბილურდა.

 


კურსისგან განსხვავებით ინფლაციამ 10 წლიანი რეკორდი მოხსნა. ივლისიდან მოყოლებული ფასები ორნიშნა პროცენტული მაჩენებლით იზრდება. ოქტომბერში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ვერმიშელი 11%-ით გაძვირდა, ლუდი ასევე 11%-ით, კარაქი  12%-ით, იუგურტი 13%-ით, ბანანი და ვაშლი 14-14 პროცენტით, შოკოლადი 15%-ით, ბრინჯი და ლობიო 16-16 პროცენტით, ხინკალი 18%-ით, შებოლილი თევზი 20%-ით, პური 22%-ით, ყურძენი 23%-ით, შაქარი 32%-ით, კვერცხი 39%-ით, მწვანილი 42%-ით, კარტოფილი 45%-ით, მზესუმზირის ზეთი 52%-ით, პომიდორი 117%-ით, ბადრიჯანი 128%-ით.

 



არასასურსათო პროდუქტებიდან გაზის გამათბობელი 12%-ით გაძვირდა, საპონი 13%-ით, ტელევიზორი 14%-ით,  დიზელი 35%-ით და ბენზინი 43%-ით. მიმდინარე წლის ინფლაციაზე კურსზე მეტად გავლენა სწორედ საწვავის ფასების ზრდამ მოახდინა, რასაც ივა ჭყონიაც ადასტურებს. მისი თქმით, თუ დოლარის ღირებულებამ 3.20-ს არ გადააჭარბა, ფასები არ გადაიხედება, იგულისხმება შემთხვევა, თუ სხვა პირობები, ისეთები როგორებიცაა საწვავის ფასი ან თავად პროდუქციის თვითღირებულება უცვლელად შენარჩუნდა.

 


ოფიციალური 12.8%-იანი ინფლაცია ბოლო 10 წლის რეკორდია, თუმცა ეს მაჩვენებელიც საკამათო მეთოდოლოგიითაა გამოყვანილი. 2021 წლის იანვრიდან ელექტროენერგიის ტარიფი საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის 1 კვტ/სთ-ზე 3.5 თეთრით გაიზარდა. მთავრობამ სხვაობის 1 წლით სუბსიდირება გადაწყვიტა, იმ აბონენტებისთვის, რომლებიც თვეში 300 კვტ/სთ-ზე ნაკლებს ხარჯავენ, რომელთა წილიც 95%-ს შეადგენს, საქასტატმა კი ჩათვალა, რომ გადასახადის გადამხდელების მიერ შევსებული ბიუჯეტიდან გამოყოფილი სუბსიდიის გამო ელექტროენერგიის ფასი უცვლელი დარჩა.

 


მაშინაც კი, თუ ინფლაციის გამოთვლის მეთოდი სწორია, ყველა იმ ადამიანის რეალური შემოსავალი, რომელთა ნომინალური ხელფასიც უცვლელი დარჩა ან მხოლოდ 10%-ით გაიზარდა, რეალურად შემცირდა. გაღარიბდნენ პენსიონერებიც, რადგან შარშანდელი 220 ლარი წლევანდელ 248 ლარს უტოლდება, რაც 240 ლარზე მეტია, შარშანდელი 250 ლარი კი 282 ლარის ექვივალენტია, მაშინ როცა 70 წელს გადაცილებულთა პენსია მხოლოდ 275 ლარია.


გიორგი ელიზბარაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up