„ლარის არასტაბილურობის გამო წელს მხოლოდ 15%-იანი მოგება გვქონდა“, -  Domino’s Pizza 2017 წლის შედეგებზე

„ლარის არასტაბილურობის გამო წელს მხოლოდ 15%-იანი მოგება გვქონდა“, - Domino’s Pizza 2017 წლის შედეგებზე

access_time2017-12-29 09:00:11

Domino’s Pizza-ს 2017 წელს გაყიდვების მიმართულებით დაახლოებით 15%-იანი ზრდა ჰქონდა, მომავალ წელს ამბიციური გეგმები აქვთ და ვარაუდობენ, რომ საოპერაციო მოგება 45%-მდე გაეზრდებათ. ამის შესახებ Domino’s Pizza-ს ხელმძღვანელმა მარიამ ფაცაციამ „კომერსანტს“ განუცხადა.


მისი თქმით, მიმდინარე წელს მხოლოდ 15%-იანი ზრდა იმიტომ ჰქონდათ, რომ ლარის კურსი არასტაბილური იყო.


„წელს ჩვენი მოგება დაახლოებით 15%-ით გაიზარდა. ეს არის გაყიდვებიდან შემოსული მოგება და არა ფილიალების კუთხით, რადგან მიმდინარე წელს ფილიალი არ დაგვიმატებია. რაც შეეხება მომავალ წელს, საკმაოდ ამბიციური გეგმები გვაქვს, ჩვენი მიზანია, რომ 2018 წელს 45%-მდე ზრდა გვქონდეს. ამჯერად მეტი ზრდა იმიტომ არ გვქონდა, რომ ქვეყანაში ფინანსურად არასტაბილური მდგომარეობა იყო. ლარის კურსი საკმაოდ არასტაბილური იყო“, - აცხადებს ფაცაცია.


კითხვაზე, მომავალ წელსაც თუ შეიქმნა კურსის არასტაბილურობის პრობლემა, რა ნაბიჯების გადადგმას აპირებს კომპანია, მარიამ ფაცაცია პასუხობს, რომ ისინი აპირებენ, დოლარზე ნაკლებად მიბმულები იყვნენ.


„რა თქმა უნდა, მომავალ წელსაც არ ვართ დაზღვეულები, რომ იგივე პრობლემა არ შეიქმნას, მაგრამ ამ მიმართულებით ყველაფერს ვაკეთებთ, რომ დოლარზე ყველაზე ნაკლებად მიბმულები ვიყოთ. მთავარი ხარჯი, რომელიც ამ ეტაპზე დოლარში დაგვრჩა, ეს არის ფრანჩაიზინგი, რომელსაც ვიხდით და ვერ გავექცევით. ჩვენი მიზანია, რომ შესყიდვების დაახლოებით 80%-ს ლარში გადმოვიტანოთ“, - აღნიშნავს მარიამ ფაცაცია.



ამ დროისთვის Domino’s Pizza ბაზარზე სამი ობიექტით არის წარმოდგენილი და სამივე თბილისში მდებარეობს. ფაცაციას ინფორმაციით, მომავალი წლის პირველ კვარტალში თბილისში, კონკრეტულად გლდანსა და ვარკეთილში ორი ახალი ფილიალი დაემატებათ.


„მომავალ წელს გვინდა, რომ ახალი ფილიალები ისანსა და დიღომშიც დავამატოთ. ასევე, Domino’s Pizza თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზეც გაიხსნება. 2018-ში ვეცდებით, რომ მოვასწროთ ოთხივე ფილიალის გახსნა. ამასთან, ფილიალებს გავხსნით ბათუმსა და ქუთაისში და ჯამში მთელი ქვეყნის მასშტაბით 10 ფილიალით უნდა ვიყოთ წარმოდგენილი. შეიძლება მეტის დამატებაც მოხდეს. სავარაუდო ინვესტიცია თბილისის ობიექტების შემთხვევაში ნახევარი მილიონი დოლარი იქნება, თუმცა შეიძლება გაიზარდოს“, - აცხადებს მარიამ ფაცაცია.


ამასთან, Domino’s Pizza ფილიალის გახსნას ახალ სავაჭრო ცენტრში „გალერია თბილისი“ გეგმავდა, თუმცა როგორც კომპანიის ხელმძღვანელი აღნიშნავს, გარკვეულ საკითხებზე ვერ შეთანხმდნენ.


„გვინდოდა „გალერია თბილისში“ შესვლა, თუმცა ვერ მოხერხდა. კონცეფცია შევცვალეთ. ჩვენ გვჭირდებოდა მოპედების პარკინგი და ამისი ადგილი არ იყო. მიწისქვეშა პარკინგი ჩვენთვის მისაღები არ იყო და საბოლოოდ ჩვენსა და სავაჭრო ცენტრს შორის შეთანხმება ვერ მოხდა. „გალერია თბილისში“ პიცის სხვა კომპანიაც შევიდა, თუმცა ჩვენი არშესვლის მიზეზი კონკურენციის მომენტი არ ყოფილა. პირიქით კონკურენციას მივესალმებით“, - აღნიშნავს მარიამ ფაცაცია.


რაც შეეხება მოგების რეინვესტირებას, ფაცაციას თქმით, მათი კომპანია დაფუძნების დღიდან ამ მოდელით ფუნქციონირებს: „ჩვენი კომპანიის დამფუძნებლების ერთიანი მიდგომა არის ის, რომ მოგება არავის გააქვს და უკან ინვესტირებას ახდენენ. სამი წელია ასე ვმუშაობთ“, - აცხადებს Domino’s Pizza-ს ხელმძღვანელი.


აშშ-ში მიჩიგანის შტატში 1960 წელს დაფუძნებული ამერიკული ბრენდი Domino’s Pizza საქართველოში 3 წლის წინ შემოვიდა, კომპანიას განვითარების 8 წლიანი გეგმა აქვს. პიცერია ფილიალებით ამჟამად საბურთალოზე, ვაკეში და ვაჟა-ფშაველას გამზირზეა წარმოდგენილი.



ავტორი: თეონა კენჭიაშვილი





კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს

კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს
access_time2020-07-11 12:55:09
ავიაკომპანია Emirates-ის დირექტორის, ტიმ კლარკის განცხადებით, 9 ათასამდე სამუშაო ადგილს გაუქმებას გეგმავენ. მიზეზი პანდემიაა, - ამის შესახებ BBC...

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო
access_time2020-07-11 19:00:04
ამერიკელმა ბიზნესმენმა ილონ მასკმა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში, რომელსაც ყოველდღიურად ანახლებს Bloomberg-ი, მეშვიდე ადგილი დაიკავა. ამ შედეგით მან საინვესტიციო ფონდ...

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა
access_time2020-07-11 18:00:17
ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 2019 წელს, წინა წელთან შედარებით, 11.3 მლნ ლარით (13.9%) გაიზარდა. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია...

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება "ჭკუით მოქცევა"

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება
access_time2020-07-11 16:00:42
რისი მანიშნებელია ამერიკის საბიუჯეტო კანონპროექტის ჩანაწერი საქართველოსთვის შესაძლო სასჯელის დაწესების თაობაზე? რისი მანიშნებელია ოლიგარქებისა და არაფორმალური მმართველობის ხსენება თანდართულ განმარტებებში? არის ეს დიდი სურათის ნაწილი თუ მხოლოდ ცალკეული კონგრესმენების იდეებია? აქვს ...

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან
access_time2020-07-11 14:00:11
პანდემიისა და ზაფხულის ცხელ დღეების გამო დეზერტირების ბაზრობის დახლებთან სავაჭროდ მისული ადამიანები კანტი-კუნტად შეიმჩნევა. ხანშიშესული ქალები ე.წ. საკიდი დახლებით ქოლგებს აფარებენ თავს და გამვლელებს სხვადასხვა პროდუქციას სთავაზობენ. პანდემიის დროს გამოწვეული სირთულეების შესახებ მოვაჭრებებთან საუბარი გვსურდა, მათი უმრავლესობა მედიასთან...


მსგავსი სიახლეები

up