„ლარის  კურსის 2.95-მდე გაუფასურებას არ გამოვრიცხავ“

„ლარის კურსის 2.95-მდე გაუფასურებას არ გამოვრიცხავ“

access_time2020-03-11 10:00:26

მიმდინარე კვირა ეროვნულმა ვალუტამ გაუფასურებით დაიწყო.ლარი  დღესაც დოლართან მიმართებაში Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში გაუფასურდა, დილიდან ვაჭრობა $1/2.8550-ით დაიწყო,10 საათისთვის კი  2.8580-ის ნიშნულამდე დაფიქსირდა. 


„თიბისი ჯგუფის” მთავარი ეკონომისტი ოთარ ნადარაია ამბობს, რომ კორონავირუსთან დაკავშირებული მოვლენების გამო შემოდინებები და მოლოდინები გაუარესდა, გარდა ამისა მარტში და შემდეგ თვეებში ტურიზმის სექტორში მნიშვნელოვანი კლებაა მოსალოდნელი, რაც საბოლოოდ ლარის კურსის გაუფასურებას იწვევს.


„ამ ეტაპზე ლარის გაუფასურებაზე მთავარ გავლენას ტურიზმთან დაკავშირებული შემოდინებების შემცირება და ნეგატიური მოლოდინები ასრულებს. სხვა ვალუტებთან დღევანდელი კურსებიდან გამომდინარე ცოტა მეტად გაუფასურებას არ გამოვრიცხავ, სავარაუდოდ დაახლოებით 2.95-მდე აიწევს ლარის კურსი დოლართან მიმართებაში. თუ სიტუაცია გამწვავდა, ალბათ ეროვნული ბანკის მხრიდან უფრო გამკაცრებისკენ იქნება გადადგმული ნაბიჯები, დაახლოებით იმის მსგავსი რაც შარშან გაკეთდა.თუმცა, ასეთ, დაახლოებით 5%-მდე გაუფასურებაზე, ვფიქრობ, დიდი რეაგირება არ იქნება. ზოგადად  ყველა ვთანხმდებოდით, რომ ლარი ზედმეტად გაუფასურებული იყო, წინა პერიოდში შეინიშნებოდა გამყარება, რაც საგარეო სექტორის გაძლიერებამ გამოიწვია. ასევე არარეზიდენტები აქტიურად ყიდულობდნენ მთავრობის ფასიან ქაღალდებს და სავალუტო სესხები მნიშვნელოვნად გაიზარდა და სავალუტო დაკრედიტება ბოლო თვეებში უფრო მეტი იყო. ამან თავისი მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, მაგრამ კორონავირუსთან დაკავშირებული მოვლენების გამო შემოდინებები და მოლოდინები გაუარესდა. მარტში და შემდეგ თვეებში ტურიზმის სექტორში მნიშვნელოვან კლებას ველოდებით, თუმცა ზაფხულისკენ ვფიქრობთ რომ სიტუაცია გამოსწორდება, რადგანაც დაავადებების პიკური ზრდის პერიოდი ჩინეთში უკვე გავლილია და იმედია დანარჩენ ქვეყნებშიც არსებული ზრდის გაგრძელების შემდგომ, რამდენიმე თვეში ვითარება გაუმჯობესდება. ეს ასევე არგუმენტია, რომ კორონა ვურუსის შოკი დროებითი და არა ე.წ. მუდმივი შოკია და შესაბამისად აქ მკვეთრი გაუფასურების არგუმენტი ბევრად ნაკლებია“, - განაცხადა ოთარ ნადარაიამ.


ეკონომიკის ექსპერტი და ანალიტიკოსი ნიკა შენგელია მიიჩნევს, რომ ლარის გაუფასურება 5-6 აპრილისთვის ივარაუდებოდა, მაგრამ მეზობელი რეგიონების ვალუტების გაუფასურებამ და ნავთობის ფასების დაწევამ, ეს პროცესი ცოტათი დააჩქარა.



„ის რაც ხდება მსოფლიო სავალუტო და ნავთობის ბაზრებზე, ირიბად მაინც ურტყამს ჩვენს ეროვნული ვალუტის კურსს. გარდა ამისა, მთავარი მომენტი ის არის რომ, ეროვნული ბანკის მიერ საპროცენტო განაკვეთის 9%-მდე აწევამ, უცხოური ინვესტორების წახალისება გამოიწვია რომლებმაც ქართული ფასიანი ქაღალდები შეისყიდეს. თუმცა თანხები ეკონომიკაში არ წავიდა, რამაც ფასების ზრდა გამოიწვია, ანუ ერთი საქმე ვითომ გააკეთა ეროვნულმა ბანკმა, თუმცა მეორე გააფუჭა. გამომდინარე აქედან, მეთოდი რომელიც ლარის კურსის გამყარებისკენ იყო მიმართული, ასრულებს თავის ციკლს და იწყება კურსის გაუფასურება. ჩვენ ველოდით, რომ გაუფასურება 5-6 აპრილისთვის დაიწყებოდა, მაგრამ მეზობელი რეგიონების ვალუტების გაუფასურებამ და ნავთობის ფასების დაწევამ, ეს პროცესი ცოტათი დააჩქარა“, - განმარტა ნიკა შენგელიამ.


ექსპერტი ჯაბა დიხამინჯია კი თვლის, რომ ლარის კურსის გამყარებას ხელს აშშ-ს სარეზერვო ბანკის მიერ დოლარზე საპროცენტო განაკვეთების მოსალოდნელი დაწევა გამოიწვევს, რომელიც დიდი ალბათობით 19 მარტს გამოცხადდება.


„19 მარტს, როდესაც აშშ-ს სარეზერვო ბანკის ხელმძღვანელობა წარსდგება კონგრესის წინაშე და ქვეყნის ეკონომიკაზე და მონეტარულ პოლიტიკაზე ისაუბრებენ, დიდი ალბათობით ისინი დოლარზე საპროცენტო განაკვეთს კიდევ უფრო დაწევენ, იმიტომ რომ ეკონომიკას ხელი შეუწყონ და ფულის ჭარბი მასის საბანკო სექტორიდან ეკონომიკაში გამოსვლა მოახდინონ. სარეზერვო ბანკი ფიქრობს, რომ ეკონომიკას უჭირს და ამისთვის  დამატებითი ძალის მიხმარებაა საჭირო, რაც დოლარზე საპროცენტო განაკვეთების დაწევას გულისხმობს, იმისათვის რომ მოსახლეობაში სესხის აღების საშუალება გაზარდონ. ამ დროს საქართველოში ეროვნული ბანკი პირიქით აძვირებს საპროცენტო განაკვეთებს, ასევე დოლარის და ლარის კორელაცია პირდაპირ კავშირშია, იმასთან რომ გასულ კვირას აშშ-ს სარეზერვო ბანკი გამოვიდა და მოსალოდნელ კატაკლიზმებთან დაკავშირებით, დოლარზე საპროცენტო განაკვეთები 0,5%-ით დაწია, სწორედ ამის შემდეგ ლარის კურსმა გაძლიერება დაიწყო. 19 მარტის შემდეგ ვფიქრობ, რომ ისევ მოხდება ლარის კურსის გამყარება“, - ამბობს ჯაბა დიხამინჯია.


აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 11 მარტისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.8463 ლარი ღირს, ევრო – 3.2274 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.7119 ლარი.


ნინო თამაზაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up