„ლარი ზედმეტად გაუფასურებულია“ -  როგორია „თიბისი კაპიტალის“ პროგნოზი

„ლარი ზედმეტად გაუფასურებულია“ - როგორია „თიბისი კაპიტალის“ პროგნოზი

access_time2020-11-05 16:42:19

ლარი ზედმეტად გაუფასურებულია - ამის შესახებ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ,,თიბისი კაპიტალის“ მთავარმა ეკონომისტმა ოთარ ნადარაიამ განაცხადა.

ეკონომისტი ვარაუდობს, რომ ეროვნული ვალუტის დღევანდელი გაუფასურება ისევე დროებითია, როგორიც ეს პანდემიის პირველი ტალღის დროს იყო.



,,არსებობდა მოლოდინი, რომ არჩევნების შემდეგ, სებ-ი აღარ გააგრძელებდა ინტერვენციებს და აუცილებლად გაუფასურდებოდა ლარი. ეს იყო არა ობიექტური რეალობა, არამედ განწყობები, რამაც ბუნებრივია იმოქმედა კურსზე. ჩვენი შეფასებით, დღეს ლარი ზედმეტად არის გაუფასურებული და აუცილებლად დაიწევს წლის ბოლომდე 3.3- ნიშნულზე ან უფრო ქვევით, რაც ჩვენი ბოლო პროგნოზია. ვალუტის მიწოდება კი ბაზარზე აუცილებლად გაგრძელდება ეროვნული ბანკის მხრიდან. ასეთია ჩემი პროგნოზი“, - განაცხადა ნადარაიამ.



ეკონომისტის თქმით, სებ-ს არ უნდა, გაჩნდეს განცდა, რომ მისთვის გარკვეული კურსია სამიზნე და იჭერენ კურსს, ამიტომ არ აკეთებს მცირე ბიჯებს და არ ყიდის მცირე თანხებს, როგორც მაგალითად, ეს ხდებოდა 2009 წელს კრიზისის დროს.




„მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ არსებული ჩარჩოც, რაც ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება საგარეო დაფინანსებას პირდაპირ არ აწვდის ბაზარს და ის ჯერ ხურდავდება ეროვნულ ბანკში და შემდეგ მთავრობა ამ ვალუტის სანაცვლოდ იღებს ლარს და ხარჯავს. ეს სტიმულია ეკონომიკისათვის, მაგრამ ზრდის ფულის მასას და შემდეგ, ამის გასანეიტრალებლად არის საჭირო ინტერვენციები. ჩემი პირადი აზრია, რომ სებ-ს არ უნდა, გაჩნდეს განცდა, რომ მისთვის გარკვეული კურსია სამიზნე და იჭერენ კურსს, ამიტომ არ აკეთებს მცირე ბიჯებს და არ ყიდიან მცირე თანხებს, როგორც მაგალითად, ეს ხდებოდა 2009 წელს კრიზისის დროს.



ძალიან მნიშვნელოვანია სების მხრიდან კომუნიკაცია. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ გაყიდული თანხები არის, მთავრობის მხრიდან მოტანილი ახალი ფული, ამიტომ სისტემურად არასწორია კითხვა, სანამდე ეყოფა სებ-ს რეზერვები. რეზერვები, რჩება მნიშვნელოვან ბუფერად. წლევანდელი ინფლაცია, სამიზნე ნიშნულზე ბევრად მაღალი იქნება და ეს არის დიდი პრობლემა. კურსის სტაბილურობის გარეშე ფასების სტაბილურობა ვერ იქნება მიღწეული ეს აქსიომაა“, - განაცხადა ნადარაიამ.




BPN.GE






თეგები:
ლარი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up