11 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.31 თეთრით 3.1492-მდე გამყარდა. Bloomberg-ის პალტფორმაზე კი დღის ბოლოს კურსმა 3.1465 შეადგინა.
სხვა ძირითადი საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 4.01 თეთრით 3.6099-მდე, ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან კი 4.2158-მდე გამყარდა. მეზობელი ქვეყნების ვალუტებიდან ლარი ლირასთან 0.46 თეთრით 0.3166-მდე გამყარდა, აზერბაიჯანულ მანათთან 0.51 თეთრით 1.8507-მდე, 100 რუსულ რუბლთან 2.98 თეთრით 4.4241-მდე, 1000 სომხურ დრამთან კი 0.38 თეთრით 6.6193-მდე გაუფასურდა.
რეგიონული ვალუტებიდან აშშ დოლართან მიმართებაში ლირა Bloomberg-ზე 0.67%-ით 9.9127-მდე გაუფასურდა, მანათი 0.14%-ით 1.6975-მდე გამყარდა, რუბლი 0.16%-ით 71.1356-მდე, დრამი 0.15%-ით 475.76-მდე.