11 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.48 თეთრით 3.1523-მდე გამყარდა, Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს დოლარის ღირებულებამ 3.1425 შეადგინა.
სხვა ძირითადი საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 0.97 თეთრით 3.6500-მდე, ხოლო ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან 2.55 თეთრით 4.2663-მდე გამყარდა. ლარი ასევე გამყარდა მეზობელი ქვეყნების ვალუტების უმრავლესობასთანაც, კერძოდ თურქულ ლირასთან 0.39 თეთრით 0.3212-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.14 თეთრით 1.8558-მდე, 1000 სომხურ დრამთან 1.51 თეთრით 6.6155-მდე. გაუფასურდა მხოლოდ რუბლთან. 100 რუსული რუბლი 0.71 თეთრით ძვირი 4.4539 ლარი ეღირება.
რაც შეეხება მეზობელი ქვეყბების ვალუტებს აშშ დოლართან მიმართებაში 1.22%-ით 9.8542-მდე გაუფასურდა, მანათი 0.14%-ით 1.6975-მდე გამყარდა, დრამი 0.08%-ით 476.50-მდე, ხოლო რუბლი 0.04%-ით 70.8289-მდე.