5 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.95 თეთრით 3.0927-მდე გამყარდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს 3.0850-იანი კურსი დაფიქსირდა.
დოლარის მსგავსად ლარი ყველა სხვა ძირითად საერთაშორისო და რეგიონულ ვალუტასთანაც გამყარდა, მათ შორის ევროსთან 1.56 თეთრით 3.6624-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 1.48 თეთრით 4.3066-მდე, თურქულ ლირასთან 0.52 თეთრით 0.3620-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.62 თეთრით 1.8188-მდე, 100 რუსულ რუბლთან 2.68 თეთრით 4.2282-მდე, 1000 სომხურ დრამთან 2.63 თეთრით 6.2766-მდე.
რაც შეეხება რეგიონულ ვალუტებს Bloomberg-ზე ლირა 0.73%-ით 8.5412-მდე გაუფასურდა, მანათი 0.09%-ით 1.6991-მდე, დრამი 0.18%-ით 493.20-მდე, რუბლი კი 0.08%-ით 73.1367-მდე გამყარდა.