27 ივლისის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.64 თეთრით 3.0892-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს 3.0930-იანი კურსი დაფიქსირდა.
დოლარის მსგავსად ლარი ყველა სხვა ძირითად საერთაშორისო და რეგიონულ ვალუტასთან გაუფასურდა. კერძოდ: ევროსთან 0.38 თეთრით - 3.6409-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 0.67 თეთრით 4.2588-მდე, თურქულ ლირასთან 0.02 თეთრით 0.3604-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.52 თეთრით 1.8159-მდე, 100 რუსულ რუბლთან 2.74 თეთრით 4.1895-მდე, 1000 სომხურ დრამთან 1.33 თეთრით 6.4150-მდე.
რეგიონული ვალუტებიდან Bloomberg-ზე რუბლი 0.17%-ით 73.6186-მდე გამყარდა, მანათი 0.22%-ით 1.6975-მდე, დრამი 0.11%-ით 481.56-მდე, ლირა კი უმნიშვნელოდ, 0.01%-ით 8.5593-მდე გაუფასურდა.