26 ივლისის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 1.72 თეთრით 3.0828-მდე გამყარდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს ლარი 3.0887-იანი კურსით ივაჭრებოდა.
დოლარის მსგავსად ლარი ყველა სხვა ძირითად საერთაშორისო და რეგიონულ ვალუტასთან გამყარდა. კერძოდ: ევროსთან 1.10 თეთრით 3.6371-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 0.70 თეთრით 4.2521-მდე, თურქულ ლირასთან 0.21 თეთრით 0.3602-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 1.10 თეთრით 1.8107-მდე, 100 რუსულ რუბლთან 5.17 თეთრით 4.1621-მდე, 1000 სომხურ დრამთან 1.57 თეთრით 6.4017-მდე.
რეგიონული ვალუტებიდან Bloomberg-ზე რუბლი 0.03%-ით 73.8866-მდე გამყარდა, დრამი 0.48%-ით 481.56-მდე, ლირა 0.13%-ით 8.5643-მდე გამყარდა, მანათი 0.04%-ით 1.7000-მდე.