23 ივლისის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 1.91 თეთრით 3.1000-მდე გამყარდა. Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე კი დღის ბოლოს 3.0825 კურსი დაფიქსირდა.
დოლარის მსგავსად ლარი ყველა სხვა ძირით საერთასორისო და რეგიონულ ვალუტასთანაც გამყარდა, კერძოდ: ევროსთან 3.06 თეთრით 3.6481-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 3.43 თეთრით 4.2591-მდე, თურქულ ლირასთან 0.23 თეთრით 0.3623-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 1.45 თეთრით 1.8217-მდე 100 რუსულ რუბლთან 1.27 თეთრით 4.2138-მდე, 1000 სომხურ დრამთან 1.71 თეთრით 6.4174-მდე.
რეგიონული ვალუტებიდან Bloomberg-ზე ლირა 0.03%-ით 8.5587-მდე გამყარდა, მანათი 0.08%-ით 1.6992-მდე, რუბლი 0.01%-ით 73.6674-მდე, დრამი 0.38%-ით 484.25-მდე.