12 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში უმნიშვნელოდ 0.01 თეთრით 3.1493-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პალტფორმაზე კი კურსმა დღის ბოლოს 3.1500 შეადგინა.
სხვა ძირითადი საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 0.55 თეთრით 3.6044-მდე გამყარდა, ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან კი 0.24 თეთრით 4.2182-მდე გაუფასურდა. ლარი ასევე უმნიშვნელოდ 0.01 თეთრით 1.8508-მდე გაუფასურდა აზერბაიჯანულ მანათთან. თურქულ ლირასთან გაუფასურების მოცულობამ 0.07 თეთრი შეადგინა და ის 0.3173-მდე გაძვირდა. 0.38 თეთრით 6.6231-მდე გაუფასურდა 1000 სომხურ დრამთან, 100 რუსულ რუბლთან კი 6.31 თეთრით 4.3610-მდე გამყარდა.
რეგიონული ვალუტებიდან Bloomberg-ზე აშშ დოლართან მიმართებაში, ლირა 0.42%-ით 9.9496-მდე გაუფასურდა, მანათი 0.05%-ით 1.6996-მდე გამყარდა, დრამი 0.01%-ით 475.50-მდე გაუფასურდა, ხოლო რუბლი 0.78%-ით 72.1681-მდე გაუფასურდა.