ლარი უფასურდება -„მთავარი პრობლემა საზოგადოებაში ლარის   და ეროვნული ბანკის მიმართ  დაბალი ნდობის ხარისხია“

ლარი უფასურდება -„მთავარი პრობლემა საზოგადოებაში ლარის და ეროვნული ბანკის მიმართ დაბალი ნდობის ხარისხია“

access_time2019-04-23 13:10:03

ბოლო პერიოდია ლარის  კურსი ზრდის ტენდენციით ხასიათდება.  რას უკავშირდება გაუფასურების ტენდენცია და რა მოლოდინები არსებობს ლარის კურსთან დაკავშირებით, „კომერსანტთან“ ეკონომიკის ექსპერტი აკაკი ცომაია საუბრობს. მისი ინფორმაციით, ლარის კურსზე გავლენას ბევრი ფაქტორი ახდენს. მათ შორის, სავაჭრო ბალანსი და სალდო ექსპორტ-იმპორტს შორის, რომელიც დღეს გაუმჯობესებულია.  თუმცა, ასევე აღსანიშნავია, რომ მნიშნელოვნადაა შემცირებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაკადი, რომელიც თითქმის 2012 წლის  ნიშნულზეა დასული.


პირველი ფაქტორი ხელს უწყობს იმას,რომ უცხოურ ვალუტაზე არ წარმოიქმნას დეფიციტი, მეორე ფაქტორი -პირიქით, ხელს უწყობს ასეთი დეფიციტის წარმოქმნას. „რომელი რომელს გადასწონის ამის პროგნოზი და ანგარიში ფაქტობრივად შეუძლებელია.


თუმცა, უნდა ვივარაუდოთ,რომ ეს არ უნდა იყოს ეგრეთ წოდებული მონეტარული ფაქტორები. უფრო საქმე გვაქვს მოლოდინებთან დაკავშირებულ საკითხებზე. ასევე უნდა აღინიშნოს ისიც,რომ საბანკო რეგულაციებიდან გამომდინარე შემცირებულია სამომხმარებლო კრედიტების რაოდენობა, რაც გარკვეულწილად გავლენას ახდენს ამ ტიპის ბაზარზე, რადგან იპორტირებული პროდუქციის გარკვეული ნაწილი ვეღარ იყიდება. მათ შორის, ელექტროსაყოფაცხოვრებო ტექნიკა და სხვა. მიუხედვად ამ ღონისძიებებისა, ლარი მაინც უფასურდება. მთავარი პრობლემაა საზოგადოებაში ლარის  და ეროვნული ბანკის მიმართ საკმაოდ დაბალი ნდობის ხარისხი“-აცხადებს ცომაია.


მისი განმარტებით, უახლოეს ერთ თვეში ვითარება არ შეიცვლება, თუმცა, მოდის აქტიური ტურისტული პერიოდი, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ლარის გამყარების პროცესს. ცომაიას განმარტებით, მთავარია  ეროვნულმა ბანკმა არ დაიწყოს სავალუტო ბაზარზე ინტერვენციები და პარარაელურად რეზერვების შევსება.



რაც შეეხება ლარის კურსს, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6975 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშინდელი  ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.6975 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც გუშინ  მოქმედებდა, 2.6935 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0040 შეადგინა.

 

სოფო ქსოვრელი

 

 

 

 

 

 

 





უგულავა თუ ივანიშვილი, ვინ ფლობს კანაფის კულტივაციის პროექტს ურუგვაიში?

უგულავა თუ ივანიშვილი,  ვინ ფლობს კანაფის კულტივაციის პროექტს ურუგვაიში?
access_time2020-09-19 20:46:58
საქართველოს თანაინვესტირების ფონდის განცხადებით, "ქართული ოცნების" ლიდერ ბიძინა ივანიშვილს ურუგვაიში კანაფის კულტივაციის პროექტთან არავითარი კავშირი არ აქვს და მისი მფლობელი ბიზნესმენი თემურ უგულავაა. ფონდმა განცხადება დღეს ტელეკომპანია "პირველის" ეთერში გასული ანონსის შემდგომ გაავრცელა. მასში ნათქვამი იყო, რომ ბიძინა ივანიშვილი ურუგვაიში კანაფის კულტივაციის ბიზნესს ფლობს. "გვსურს, გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია "პირველის" ეთერში გასულ ანონსს, თითქოს ბატონი ბიძინა ივანიშვილი...

ერთადერთი გზა, რომლითაც გვარდება ზოგადად კორუფციის პრობლემა, არის რეგულაციის გაუქმება.

ერთადერთი გზა, რომლითაც გვარდება ზოგადად კორუფციის პრობლემა, არის რეგულაციის გაუქმება.
access_time2020-09-19 18:40:22
კორუფცია არსებობს მხოლოდ მაშინ როცა არსებობს ბიუროკრატია და ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც ობიექტურად გვაქვს გამოცდილება კორუფციის დამარცხების, მაგალითად ბენდუქიძის დროს.როგორ დავამარცხეთ 2004-დან 2006 წლამდე კორუფცია? ვიღაცას შესაძლოა ჰგონია რომ ჩვენ იმ პერიოდში გვქონდა ისეთი პროკურატურა და სასამართლო, რომ ყველა ადამიანი ვინც ფულს აიღებდა აუცილებლად დაისჯებოდა. მაგრამ ასე არ მომხდარა. ქვეყანაში არსებობდა ათასი ლიცენზია და ნებართვა. კახა ბენდუქიძის რეფორმის შედეგად დარჩა...

Handelsblatt: 2050 წლისთვის 31 სახელმწიფო გაქრება

Handelsblatt: 2050 წლისთვის 31 სახელმწიფო გაქრება
access_time2020-09-19 20:00:45
2050 წლისთვის სივრცე, სადაც დღეს მილიარდზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, არსებობისთვის გამოუსადეგარი გახდება. ქარიშხლები, წყალდიდობები, წლის და სურსათის დეფიციტი - კვლევების თანახმად, ყველა ეს პრობლება 30 წლის მანძილზე მილიონობით კვადრატული კილომეტრის ტერიტორიას დააცარიელებს. საუბარი არ არის ჯუნგლებზე და უდაბნოებზე, სადაც ისედაც არავინ ცხოვრობს - პრობლემა მილიარდზე მეტი ადამიანის მიერ დასახლებულ სივრცეს ეხება. კლიმატის ცვლილება, კონფლიქტები, რესურსების...

შეაფერხეს თუ არა ბანკებმა საქართველოს საფონდო ბირჟის განვითარება?- მამუკა ხაზარაძის პასუხი

შეაფერხეს თუ არა ბანკებმა საქართველოს საფონდო ბირჟის განვითარება?- მამუკა ხაზარაძის პასუხი
access_time2020-09-19 14:49:13
ის, რომ დღეს საქართველოს საფონდო ბირჟა განვითარებული არ არის, არის თუ არა მეტწილად ბანკების ბრალი, როგორც ამას ფინანსისტთა ნაწილი მიიჩნევს და შეუშალეს თუ არა მათ ხელოვნურად ხელი ბირჟის განვითარებას, ამ კითხვით Forbes Talks-ში წამყვანის მიერ დასმულ კითხვას „ლელო საქართველოს“ თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ უპასუხა. პოლიტიკაში წასული ბიზნესმენი კატეგორიულად ამბობს, რომ არა! მისი თქმით, აქ პრობლემა რეგულაციებშია. ხაზარაძე Forbes Georgia-ს მთავარ რედაქტორთან ინტერვიუში ეროვნული ბანკის...

ინდივიდუალური კალამი, პირბადე, ფარი, დეზინფექცია ყოველ 3 სთ-ში - რა წესების დაცვა მოგიწევთ არჩევნებზე

ინდივიდუალური კალამი, პირბადე, ფარი, დეზინფექცია ყოველ 3 სთ-ში - რა წესების დაცვა მოგიწევთ არჩევნებზე
access_time2020-09-14 14:15:25
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უკვე გამოაქვეყნა რეკომენდაციები, თუ რა წესების დაცვა იქნება სავალდებულო საარჩევნო უბნებზე 31 ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნებზე. შემუშავებული რეკომენდაციების თანახმად, აღსანიშნავია, რომ უბნებზე მისულ ამომრჩეველს თერმოსკრინინგი არ ჩაუტარდება და ამასთან, მათ ინდივიდუალური კალმების გამოყენების საშუალება ექნებათ. ცესკოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები ასე გამოიყურება: კენჭისყრის შენობის შესასვლელთან უნდა განთავსდეს დეზობარიერი (კოლექტიური დაცვის...


მსგავსი სიახლეები

up