22 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.87 თეთრი 3.1566-მდე გამყარდა 3.1566-მდე გამყარდა. Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე კი კურსის ცვლილებამ მხოლოდ 0.007 თეთრი შეადგინა და კურსი 3.1550-ით განისაზღვრა.
ლარი თურქული ლირის გარდა ყველა სხვა საერთაშორისო და მეზობელი ქვეყნების ვალუტებთან მიმართებაშიც გამყარდა, კერძოდ: ევროსთან: 1.13 თეთრით 3.7545-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 1.37 თეთრით 4.3810-მდე, 100 რუსულ რუბლთან 1.81 თეთრით 4.31-40-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.003 თეთრით 1.8589-მდე, 1000 სომხურ დრამთან 6.1495-მდე. თურქულ ლირასთან კი 0.018 თეთრით გაუფასურდა.
დოლართან მიმართებაში მეზობელი ქვეყნის ვალუტებიდან რუბლი აშშ დოლართან მიმართებაში 0.08%-ით 73.1391-მდე გაუფასურდა. აზერბაიჯანული მანათის კურსი 0.02%-იანი გამყარების შემდეგ 1.6990 გახდა. კიდევ უფრო მეტად 1.14%-ით 8.6723-მდე გამყარდა თურქული ლირა, 0.04%-იანი გამყარების შემდეგ კი სომხური დრამის კურსი 513.63-ს გაუტოლდა.