ლარი თანდათან „ზომიერ ცურვაზე“ გადავა

ლარი თანდათან „ზომიერ ცურვაზე“ გადავა

person access_time2016-03-24 09:27:41

როგორც ჩანს, სავალუტო ბაზარზე ნახტომისებური გამყარების პერიოდმა გაიარა. ამიერიდან ეროვნული ვალუტა უფრო ზომიერად „იცურებს“, მაგრამ აღებულ კურსს არ დაკარგავს. მთავრობაში მიაჩნიათ, რომ ახლა, მთავარია ლარის სტაბილურობა.


საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური იმედოვნებს, რომ გაცვლითი კურსი დასტაბილურდება და დიდი რყევა აღარ მოხდება. როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, მან რამდენიმე კვირის წინ გააკეთა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ საგარეო ფაქტორები შეიცვალა.

 

„რეგიონში, მათ შორის ნავთობექსპორტიორი ქვეყნების ეკონომიკაში, შეიმჩნევა წინსვლა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში გაიზრდებოდა უცხოური ვალუტის

 

შემოდინება და უნდა დავლოდებოდით ლარის გამყარებას. ჩვენ ვაკვირდებით აღნიშნულ პროცესს და იმედი მაქვს, ლარი დასტაბილურდება, არ მოხდება რყევა“, – განაცხადა ხადურმა და დასძინა, რომ არც გაუფასურებისა და არც გამყარების პერიოდში ფინანსთა სამინისტროს კურსზე გავლენა არ მოუხდენია.

 

ეკონომიკურ საკითხებში პრეზიდენტის ახლადდანიშნული მრჩეველი მაია მელიქიძე ლარის კურსის ბოლოდროინდელი მკვეთრი გამყარების მიზეზებზე ამახვილებს ყურადღებას და ამ პროცესს ეკონომიკაში მიმდინარე დადებითი ტენდენციებით ხსნის.

 


მისი აზრით, ბოლო პერიოდში მიმდინარე პროცესები მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყნის ეკონომიკაში შემოდის ინვესტიციები. 65%-ით არის გაზრდილი ისრაელიდან ფულადი გზავნილები, აშშ-დან 15%-ით, გერმანიიდან 9%-ით.

 

„გარკვეულწილად ქვეყნის მთავრობა აქტიურად არის ჩართული იმ პროცესებში, რომ ქვეყნის განვითარებას შეუწყოს ხელი. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები დროთა განმავლობაში უფრო და უფრო ზევით მიდის. ეროვნული ბანკის სტრატეგია კი გახლავთ ის, რომ უნდა დაიკავოს ტრენდი“, – აცხადებს მელიქიძე.

 

ეროვნული ბანკის მიერ ბოლო დღეებში 15 მილიონი დოლარის შესყიდვასთან დაკავშირებით მაია მელიქიძის ასეთი მოსაზრება აქვს: „ლარის უცაბედი გამყარება და უცაბედი გაუფასურება ქვეყნის ეკონომიკისთვის მისასალმებელი არ არის, რადგან ამას თანმდევი უარყოფითი პროცესებიც გააჩნია“.

 

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოსტიდან გიორგი ქადაგიძის წასვლის შემდეგ ლარის კურსი დოლართან მიმართებაში ნახტომისებურად 7%-ით გამყარდა. ექსპერტთა ნაწილს ეჭვი არ ეპარება, რომ სწორედ „ქადაგიძის ფაქტორის“ მოხსნის შემდეგ მიეცა ლარს შესაძლებლობა, ბუნებრივ ნიშნულს დაბრუნებოდა.

 

ექსპერტი ირაკლი ზარქუა, რომელიც ლარის უეცარ გამყარებას სწორედ ქადაგიძის პოსტიდან წასვლით ხსნის, ამბობს, რომ კომერციულ ბანკებს საქმიანობა იმ თამაშის წესებით უწევდათ, რომლებიც ქადაგიძის მმართველობის პერიოდში შეიქმნა და მათი დადანაშაულება ლარის დევალვაციაში არ შეიძლება მიუხედავად იმისა, რომ ამ მიმართულებით, შესაძლოა, გარკვეული ეჭვები მართლაც არსებობდეს.

 

„გიორგი ქადაგიძის მმართველობის დროს ჩამოყალიბდა ისეთი სისტემა, რომ კომერციული ბანკების მონაწილეობის გარეშე გამორიცხული იყო ასეთი სპეკულაციური შეტევები ლარის კურსზე. მეორე მხრივ, ბანკებს ვერ დავადანაშაულებთ, რადგან ისინი მოკლე პერიოდში მაქსიმალურ მოგებაზე არიან ორიენტირებულნი, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ვალდებულება კი ეროვნულ ბანკს ეკისრება, რომელმაც კომერციულ ბანკებს არ უნდა მისცეს ეროვნულ ვალუტაზე ზემოქმედების საშუალებით მოგების მიღების შესაძლებლობა. თუ ბანკები არ დაემორჩილებოდნენ არსებული თამაშის წესებს, მათ მოუწევდათ „ინტელექტბანკის“, „ლიბერთის“ და „ქართუ ბანკის“ ბედის გაზიარება“, – აცხადებს ზარქუა და დასძენს, რომ შესაცვლელია და მეტად გამჭვირვალე უნდა იყოს სისტემა, რომლითაც ყალიბდება კურსი.

 

ეკონომისტი მიხეილ დუნდუა კი ამბობს, რომ მოხდა ხელოვნური ფაქტორების მოხსნა და ახლა უკვე ყველაფერი ნორმალურ კალაპოტშია.

 

„როდესაც ხელოვნური ფაქტორი მოიხსნა, შესაბამისად, ყველაფერი დაჯდა ნორმალურ კალაპოტში. თუ ბანკებს არ სჭირდებათ დოლარი, არ იყიდიან, თუ სჭირდებათ, იყიდიან. ეს ასეა. შევხედოთ როგორი კურსია ეროვნულ ბანკში, როგორია კომერციულ ბაკებში და როგორია გარე ბაზარზე. გარე ბაზარზე გაცილებით უკეთესი კურსია, ვიდრე კომერციულ ბანკებში. ეს იმის მანიშნებელია, რომ მოიხსნა ზეწოლა გარე ბაზარზე. სხვა არაფერი არ ხდება“, – აცხადებს დუნდუა.



ნიუ-იორკის უძრავი ქონების ბაზარი ჩამოიშალა

ნიუ-იორკის უძრავი ქონების ბაზარი ჩამოიშალა
access_time2020-07-04 13:00:42
კორონავირუსის გამო შემოღებული 3 თვიანი კარანტინი აშშ-ში უძრავი...

გერმანიაში 2038 წლისთვის ქვანახშირის ყველა ელექტროსადგურს დაკეტავენ

გერმანიაში 2038 წლისთვის ქვანახშირის ყველა ელექტროსადგურს დაკეტავენ
access_time2020-07-04 11:30:07
გერმანიაში 2038 წლისთვის ქვანახშირის ყველა ელექტროსადგურს...

თბილისის შუაგულში არსებულ ყველა ბიზნეს ცენტრზე დაბალი ფასები გვაქვს-„ქარვასლას“ გენერალური დირექტორი

თბილისის შუაგულში არსებულ ყველა ბიზნეს ცენტრზე დაბალი ფასები გვაქვს-„ქარვასლას“ გენერალური დირექტორი
access_time2020-07-03 16:30:44
„კომერსანტი“ გთავაზობთ ინტერვიუს სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ “ქარვასლა’’-ს გენერალურ დირექტორ ზურაბ შავლაყაძესთან -რა კვადრატულობის საოფისე ფართების ქირავნობა არის შესაძლებელი სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ “ქარვასლა’’-ში? -“ქარვასლა’’-ში მეორე...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-03 21:30:18
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.თუ ღვინო ყურძნისგან გაკეთდება და ხარისხის პრობლემა მოგვარდება, რთველის სუბსიდირება საჭირო აღარ იქნება - ირაკლი იაშვილი კომპანია „ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და ღვინის მწარმოებელი კომპანია „ვაზიანის“...

როგორ შეიცვალა უძრავი ქონების ბაზარი ბათუმში - Cushman & Wakefield-ის კვლევა

როგორ შეიცვალა უძრავი ქონების ბაზარი ბათუმში - Cushman & Wakefield-ის კვლევა
access_time2020-07-04 10:00:40
მაისში ბათუმში საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვები წინა წლის იმავე თვესთან შედარებით 75%-ით შემცირდა - ამის შესხებ აღნიშნულია უძრავი ქონების საკონსულტაციო კომპანია Cushman & Wakefield-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშში. როგორ კვლევაშია აღნიშნული, COVID-19-ის მიერ გამოწვეულმა სირთულეებმა ბათუმის საცხოვრებელ ბაზარზე მნიშვნელოვანი ნეგატიური გავლენა იქონია. ამას დაემატა ტურისტული ნაკადის მკვეთრი შემცირება, რაც ბათუმის აპარტამენტების გაყიდვების ყველაზე დიდ შემოსავალს...


მსგავსი სიახლეები

up